სიახლე 

ფოთელი ბავშვების წარმატება 02 04 19

ფონდი „ქველმოქმედი-2015“-ისა და სტუდია „ბუმის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ფოთის ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებმა სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ფესტივალზე მიიღეს მონაწილეობა და საპრიზო ადგილები დაიკავეს. ფესტივალი სახელწოდებით „საქართველოს თასი 2019” ზუგდიდში გაიმართა, სადაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოსული მოცეკვავეები წარსდგნენ. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა, შარშან ბათუმში, სამეჯლისო ცეკვების ფესტივალზეც წარმატებას მიაღწიეს და პირველი, მეორე ადგილები დაიკავეს. ისინი სტუდია „ბუმში“ქალბატონ ნინო დოლიძეს ხელმძღვანელობით, დაახლოებით ერთი წელია, სრულიად უანგაროდ ეუფლებიან სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ხელოვნებას. პროეტის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, მსგავსი სახის აქტივობა ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სასმელი წყალი მეორე დღეა მოსახლეობას არ მიეწოდება 02 04 19

ფოთში, მოსახლეობის დიდ ნაწილს მეორე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება. მიზეზად მშვიდობის ქუჩაზე 400 მილიმეტრიანი მაგისტრალური მილსადენის დაზიანება სახელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, წყალმომარაგების კომპანიის, სამეგრელოს რეგიონული ფილიალის, საავარიო ჯგუფი ახორციელებს. კომპანიის მენეჯერის, ნუგზარ ფაცაციას განცხადებით, ცუდმა ამინდმა სამუშაოების გაჭიანურება გამოიწვია და ხელსიშემშლელი კლიმატური პირობების მიუხედავად, ჯგუფი ინტენსიურად ახორციელებს რეაბილიტაციის პროცესს. მისივე თქმით, წყლის მიწოდება დღის ბოლოს განახლდება. „ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინებისა და კანალიზაციის მიმართულებით. დაზიანებულია 400 მილიმეტრიანი მაგისტრალური მილსადენი, რომელიც ქალაქის ძირითადი მკვებავია. აღდგენით სამუშაოებში ჩართულია საავარიო ბრიგადა და დამხმარე სამსახურები. რომ არა კლიმატური პირობები და ცუდი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ეტალონის მე-2 ტურის გამარჯვებული გამოვლინდა 02 04 19

ფოთის, მე-2 საჯარო სკოლის დარბაზში სოციალურ – საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონის“ ზონალური ტური გაიმართა. ფოთის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად, შიდა სასკოლო ტურში გამარჯვებული 70 მოსწავლე იბრძოდა. ტურის დასასრულს, მედიაპროექტ ,,ეტალონის” ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა საპრიზო ადგილის მფლობელებთან ერთად, ათეულში გასული მოსწავლეები დაასახელა. ზონალური ტურის მესამე ადგილი მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, მაგდა ლომაიამ დაისაკუთრა, მეორე ადგილი მე-6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ანრი ტაკიძემ მოიპოვა, ხოლო „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი შპს „გიმნაზიას“ მე-10 კლასელი ლუკა გოგმაჩაძე გახდა, რომელიც 15 ივნისს ინტელექტ – ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულებს…

იხილე მეტი
სიახლე 

,,აწარმოე საქართველოში-ს” ახალი პროექტი ქუთაიში 02 04 19

კომპანია „მეიჯორელი“ ოფისს, ქ. ქუთაისში ოფიციალურად გახსნის, რაც კომპანიისთვის საქართველოში რიგით მეორე ლოკაციაა. პირველი ოფისი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის ხელშეწყობით, თბილისში 2016 წელს გაიხსნა, სადაც უკვე 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. პირველ ეტაპზე ქუთაისის ფილიალში 100 კაცი დასაქმდება, ხოლო კომპანიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანიის სამომავლო გეგმები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის. მაჟორელმა ქართული ბიზნესის განვითარებისთვის, საქართველოში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი გაიმართა 01 04 19

ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო კლუბში, ოთარ ხომერიკის XVII მემორიალი, 7 და 9 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასრულდა. ტურნირში ფოთელ მოჭადრაკეებთნ ერთად ხობისა და სენაკის საჭადრაკო სკოლის 100-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად მიმდინარეობდა. გამარჯვებულები, მედლებით, სიგელებითა და თასებით დააჯილდოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს საქართველოში გაეროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრობდა 01 04 19

ფოთს, საქართველოში გაეროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, ნინო ანთაძესა და ლაშა ნაკაშიძესთან ერთად ეწვია. შეხვედრის მიზანი პროექტის „მწვანე ქალაქების“ გამოცდილების გაზიარება და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამის გაცნობა იყო. გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა, მერის მოადგილეებთან ერთად ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და მამუკა პაპასკირი, ასევე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ინგა მასხულია დაესწრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 წლისთავი და რეფერენდუმის დღე აღნიშნეს 31 03 19

საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები „უახლესი ისტორიის ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. თანამებრძოლემბა ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავი და რეფერენდუმის დღე აღნიშნეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მკვლევარებმა, მათ მიერ გამოქვეყნებული წიგნი „79 ამბავი“ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ცხოვრების შესახებ გულშემატკივრებს გააცნეს და ეროვნული გმირის ღვაწლზე ისაუბრეს. ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნიდან განდევნეს. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31…

იხილე მეტი
სიახლე 

NATO-ს სამხედრო გემები ფოთში 01 04 19

ფოთის პორტში, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი – SNMG2 შემოვიდა. დახვედრის ცერემონიას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პირველი რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი, პოლონეთის ელჩი საქართველოში, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამეგრელო-ზემოსვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ.  მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS EVERTSEN“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG YILDIRIM“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS REGELE FERDINAND” (რუმინეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს.  ვიზიტის ფარგლებში, კომოდორი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.  ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები…

იხილე მეტი