სიახლე 

ფოთს იუსიტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტუმრობდა 16 11 18

ფოთში საქართველოს იუსიტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებოდა. იგი ადგილობრივ მოსახლეობას კულტურის სახლში შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე იუსტიციის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მან ასევე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და შეკრებილ საზოგადოებას მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის არჩევა სთხოვა. შეკრებილ საზოგადოებას სამეგრელოს გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ასევე ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამაც მიმართეს და არჩევნებში გამარჯვების იმედი გამოთქვეს.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მინი ფეხბურთის სასკოლო ტურნირი ჩატარდა 16 11 18

დღეს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, მინი ფეხბურთის მოედანზე, ფიზიკა-მათემატიკის სკოლის, ფეხბურთის შიდა სასკოლო ოლიმპიადის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ფინალში ერთმანეთს, მეექვსე და მეშვიდე კლასის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი მეექვსე კლასელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ოლიმპიადაზე საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე და ბომბარდირი გამოვლინდა, ისინი დიპლომებით დააჯილდოვეს, ხოლო გამარჯვებული გუნდის ყველა მოთამაშეს სიგელები გადასცეს. ფიზიკა მათემატიკის სკოლის დირექციისა და სპორტის მასწავლებლების ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით ჩატარებული ოლიმპიადა ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და მასში სკოლის 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

იხილე მეტი
სიახლე 

საპროტესტო აქცია ფოთის მერიასთან 16 11 18

დღეს, ფოთის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მოეწყო. ,,არა უსამართლობას“, ,,სოლიდარობა სარალიძესა და მაჩალიკაშვილს,“ ,,ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აქციის მონაწილეებმა უსამართლობა გააპროტესტეს, სარალიძესა და მაჩალიკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხელისუფლებას კი  მოქალაქეების უფლებების დაცვისაკენ მოუწოდეს. შეკრებილები ასევე გამოეხმაურენ ჯარისკაცების მიმართ გაკეთებულ ცილისწამებლურ განცხადებებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი დაფასება სათანადოდ არ ხდება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით ისინი რიგითი მოქალაქეები არიან  და მსგავსი შინაარსის საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ.  

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შეჯამება 15 11 18

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, წელს, ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშისა და აჭარის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, სადაც შეიქმნა მონაცემების ელექტრონული ბაზა, მონიტორინგის შედეგები აისახა ინტერაქტიულ რუკაზე და ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით, დაიგეგმა ღონისძიებები. სახელმწიფოს მიერ მობილიზდა 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა. აღნიშნული რესურსი გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია.

იხილე მეტი
სიახლე 

დასავლეთ საქართველოში 18 ნოემბრამდე წვიმიანი ამინდი იქნება 15 11 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 16 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ფოთი-ყულევის სანაპირო ზოლზე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება 16 ნოემბერს დღის მანძილზე ცვალებადი ქარი იქროლებს 5-10 მ/წმ სიჩქარით. ღამით დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ სიჩქარით, ღამის მეორე ნახევარში დაქროლვა 18-20 მ/წმ იქნება. ზღვის ღელვა დღის მანძილზე 4-5 ბალი დაფიქსირდება, ღამით კი 3-4 ბალი. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა. ღამით კი მოღრუბლული, დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12 ° 14 °; ღამით: +8° 10 °. დაფიქსირდება 17 ნოემბერს დასავლეთი, სამხრეთ-დასავლეთის ქარი იქროლებს 8-13 მ/წმ,…

იხილე მეტი
სიახლე 

“უკრავიტის” დამსახურებით, ფერმერმა მოსავლის დიდი რაოდენობა მიიღო 14 11 18

ფერმერი ვანო კუნჭულია, წელს მოსავლის დიდ რაოდენობას _10 ჰექტარ ფართობზე 200 ტონამდე მანდარინს ელოდება. ფერმერის თქმით, მანდარინის ნაყოფი საღი და უვნებელია, რაც უკრაინული კომპანია „უკრავიტისა“ და შვილობილი კომპანია „ჯეო უკრავიტის“ დამსახურებაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ლექცია-სემინარები ფოთის საჭადრაკო სკოლაში 14 11 18

ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეთათვის, ჭადრაკის მოყვარულთათვის და მოსწავლეთა მშობლებისათვის ლექცია-სემინარები გამართა საერთაშორისო დიდოსტატმა, საქართველოს ექს-ჩემპიონმა მამაკაცთა შორის, ფიდეს მწვრთნელმა, მრავალი საჭადრაკო წიგნის ავტორმა, ლაშა ჯანჯღავამ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჭადრაკის მნიშვნელობას, ბავშვების განვითარების კუთხით, ასევე საწვრთნელ-სასწავლო პროცესის სხვადასხვა საკითხებს, მეთოდოლიგიას და მოჭადრაკეების პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ კომპონენტებს. ლექციას 100-მდე მსურველი ესწრებოდა

იხილე მეტი
სიახლე 

ხობელი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა 14 11 18

ხობელი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევს 3:2 სძლია. იქამდე მან სომეხი ნორაირ აკოფიანი, ბულგარელი ნედიალკო პეტროვი , ყირგიზი ბალბაი დორდოკოვი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში მოწყობილ დიდ ეკრანზე ნუგზარ წურწუმიას ჭიდაობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობელ გულშემატკივრებთან ერთად მიადევნეს თვალი. ნუგზარ წურწუმია ცოტა ხნის წინ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.მიმდინარე წლის ივნისში კი ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. პირველი…

იხილე მეტი
სიახლე 

2019 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგი გაგრძელდება 14 11 18

2019 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება – სეს-ი 2019 წელს აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მომავალი წლის გეგმებზე საუბრობს. ნიკა მესხის განმარტებით, ძირითადი სამუშაოები , რაც მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოში ხორციელდებოდა უცხოელი სპეცილისტების რეკომენდაციით არის გაწერილი და ღონისძიებები მომავალ წელსაც გაგრძელდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსახლეობას მავნებელთან ბრძოლის შესახებ, ინფორმაცია მაქსიმალურად მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები ამ რეგიონში მავნებლის განვრცელებას არ პროგნოზირებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას გავრცელება არ ფიქსირდება 14 11 18

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას გავრცელება არ ფიქსირდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში სასოფლო-სამურნეო საქმიანობის ძირითადი მიმართულება მევენახეობაა. ადგილობრივებს ხილის და ბოსტნეულის მცირე ბაღებიც აქვთ გაშენებული. მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათი მოსავალი დაზიანდა, ამის მიზეზად კი აზიურ ფაროანას ასახელებენ. ამავე სოფლის მცხოვრები გვიყვება, რომ მათთან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეისწავლეს აღნიშნული მწერი, აღმოჩნდა რომ ეს ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ფაროსანას ერთ-ერთი სახეობა იყო და არა აზიურიმავნებელი. გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ სოფელში აზიური ფაროსანა ნაკლებად არის გავრცელებული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანია განახორციელეს და ადგილობრივებს მანვნებლის…

იხილე მეტი