სიახლე 

ფოთში,საზოგადოებრივი ტრანსპორტი 21:00 საათამდე იმოძრავებს 18 05 21

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე,  მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცლება. ფოთში, მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები) მგზავრებს  21:00 საათამდე  მოემსახურება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ფოთის ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.ღსანიშნავია,რომ  კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას გულისხმობს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება გაგრძელდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოჭიდავემ წარმატებას მიაღწია 18 05 21

ფოთელმა მოჭიდავემ ,მალხაზ ხელაიამ ,ქალაქ ბუქარესტში გამართულ სართაშორისო ტურნირზე, თავისუფალ ჭიდაობაში, წარმატებას მიაღწია და ჩატარებული 4 შეხვედრის შემდეგ პირველი ადგილი მოიპოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთელ სპორტსმენს ,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის , განათლების , ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.  ჩვენთან საუბარში ზურაბ ტიბუამ განაცხადა, რომ  ,,თავისუფალი ჭიდაობა ‘’ პრიორიტეტულია, როგორც ოლიმპიური სახეობა  და აღნიშნა რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ფოთში,სწორედ  სპორტის განვითარებაა.აღსანიშნავია,რომ ევროპის ჩემპიონატი , თავისუფალ ჭიდაობაში ივნისის თვეში გაიმართება,რომელშიც მალხაზ ხელაია მიიღებს მონაწილეობას.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ჩატარდება “ბოლო ზარი“ ფოთის სკოლებში. 18.05.21

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში “ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება.რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია “ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს. საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე და დაიცვას საჭირო დისტანცია.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,ჩვენ ფოთის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორს ჭაბუკი ქოიავას ვესაუბრეთ,როგორც ის აღნიშნავს ფოთის ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში ,,ბოლო ზარის’’ ღონისძიებები,სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდებააღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19 -ის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „სინოვაკის“ ვაქცინის ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ახლა გვაქვს 100 000 ათასი „სინოვაკი“ რეზერვში, რომლის ადმინისტრირებაც მომავალ კვირაში დაიწყება. მანამდე ორი-სამი დღით ადრე გამოცხადდება, გაიხსნება პორტალზე შესაბამისი ფანჯრები იმ ადამიანებისთვის, ვისაც „სინოვაკით“ აცრა უნდა. დაახლოებით იგივე ფორმატი იქნება, რაც გახლავთ „სინოფარმზე“, 18 წლის ზემოთ. 100 000 დოზა ნიშნავს 50 000 ადამიანის ორჯერად აცრას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, „სინოვაკის“ მეორე დოზა, განსხვავებით…

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმრები არიან ბაჩუკი სულამანიძე და ილია ბოკუჩავა 17 05 21

14,15,16 მაისს, თბილისში, საქართველოს ჩემპიონატი, შერეულ ორთაბრძოლებში, მოყვარულებს შორის ჩატარდა.ასაკი : 12 დან 25 წლამდე.ფოთიდან სამმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ორი პირველი ადგილის მფლობელები და შესაბამისად ჩემპიონები გახდნენ.1 ადგილის მფლობელები გახდნენ: ილია ბოკუჩავა, 14-15 წელი, -48 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ბექა კორტავა 16-17 წელი, -77 წონით კატეგორიაში.მე 2 ადგილის მფლობელი გახდა : ლუკა ბართაია,12-13 წელი, -58 წონით კატეგორიაში.დღევანდელი კურსორის სტუმრები არიან : სამეგრელო ზემო-სვანეთის,შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი, ბაჩუკი სულამანიძე და ტურნირში გამარჯვებული : ილია ბოკუჩავა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სერვისების ცენტრის თანამშრომელი, მინდია ბარამია გაათავისუფლეს 17 05 21

ფოთის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი ,მინდია ბარამია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც ის აცხადებს, მას თანამდებობის ნებაყოფლობით  დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, უარის თქმის შემდეგ კი,  გაათავისუფლეს. მისი ინფორმაციით, მასთან ერთად, თანამდებობიდან,ამავე ცენტრის სპეციალისტი, ხვიჩა დოლბაია გაათავისუფლეს.ბარამია აღნიშნულ ფაქტს  გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან მეგობრობას უკავშირებს., და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. როგორც ის აცხადებს : ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, შეუერთდება თუ არა გახარიას გუნდს.  შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ ფოთის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

იხილე მეტი
სიახლე 

,,ეიპიემ ტერმინალო ფოთისთვის” ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა 17 05 21

  „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის’’ ფარგლებში, დასრულდა ბიზნესს იდეების მიღების კონკურსი. შეფასების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულები, ჯამში 4 ჯგუფი და 60 მდე ადამიანი, რომლებსაც სავალდებულო,მოსამზადებელი ტრენინგი  ჩაუტარდათ, რომლის შემდეგი ეტაპიც ბიზნეს გეგმების კონკურსია,მონაწილეებს უკვე ხვალიდან შეეძლებათ ბიზნეს-გეგმის წარდგენა.  „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის’’ ფარგლებში,, ბიზნეეს იდეების’’ მე-2-ე ეტაპია ივლისშია დაგეგმილი. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მე-2-ე ეტაპზე ის ბიზნესებიც, შეძლებენ ხელახლა მიიღონ მონაწილეობა ვინც, პირველი ეტაპი ვერ გადალახა. შეგახსნებთ,რომ  „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის’’ ფარგლებში,  ბიზნეს იდეების კონკურსი, კიდევ 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად, ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებას ისახავს.

იხილე მეტი
სიახლე 

მიმდინარეობს თუ არა თანამდებობის პირების პოლიტიკური ნიშნით დევნა ? 17 05 21

როგორც ცნობილია ფოთის მერიაში თანამშრომლები დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პირველები ვინც თანამდებობა დატოვა მერის მოადგილეები პაატა ლაგვილავა და კონსტანტინე თოფურია იყოამასთან  თანამდებობიდან გაათავისუფლეს ფოთის სერვისების ცენტრის თანამშრომლებიც : მინდია ბარამია და ხვიჩა დოლბია. სავარაუდო მიზეზი,კი  გიორგი გახარიას გუნდის წევრობაა.ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა როგორია ფოთელების აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოსახლეობის ნაწილს ვესაუბრეთ, როგორც მოსახლეობის ნაწილი აცხადებს,მათთვის პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა გაუმართლებელია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,  ჩვენ ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთელ ლიდერს, დავით ხომერიკს ვესაუბრეთ,როგორც მან აღნიშნა, ,,აღნიშნული საკითხი მანიპულაციაა და,,გახარიას გუნდისთვის’ ადამინების მობილიზება, და არ შეიძლება ამას პოლიტიკური დევნა ეწოდოს’’შეგახსენებთ,რომ…

იხილე მეტი

ირაკლი კობახიძის კომენტარს დავით ხომერიკმა უპასუხა 17 05 21

პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა, დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ერთმანეთს საკუთარი ხედვები გააცნეს .მომავალ კვირას საარჩევნო რეფორმა ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვები დაიწყება. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა რომ „ნაცმოძრაობა შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში, ამას არც სუბიექტურად და არც ობიექტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ეს კიდევ მათი გადასაწყვეტია’’აღნშნულ საკითზე ჩვენ,ოპოზიციური პარტიის, ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ფოთელ ლიდერს, საკრებულოს წევრს, დავით ხომერიკს ვესაუბრეთ,როგორც მან…

იხილე მეტი