სიახლე 

ძალისმიერი სამჭიდის კლუბმა მუშაობა განაახლა. 30.03.21

“ძალისმიერი სამჭიდის კლუბი ფაზისი-2011” 2011 წელს ფოთში დაარსდა., კლუბი ქვეყნის შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებებზე,აქტიურად ღებულობს მონაწილეობას კლუბს ყავს საქართველოს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.კლუბის მეშვეობით, ქალაქ ფოთში პირველი საქართველოს ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში ჩატარდა, 2013 წელს, 2014 წელს შავი ზღვის ქვეყნების თასი, ხოლო ასევე იგეგმება სხვადასხვა შეჯიბრებები.დღეს-დღეობით აღნიშნული კლუბში სავარჯიშო დარბაზის სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს.აღნიშნული თემით, ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა და გაარკვია, რომ კლუბი აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდების სპორტულ მომზადებასა და მათი კარიერული წინსვლისთვის.შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კლუბის, სავარჯიშო დარბაზის სარემონტო სამუშაოებში, ქალაქ ფოთის კულტურის, სპორტის, განთლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურიც აქტიურად არის ჩართული…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიაში,სამუშაო შეხვედრა გაიმართა 29.03.21

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ქალაქისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიურ-მელიორაციული პრობლემების შემფასებელი სამეცნიერო-ტექნიკური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის „წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის“ პროფესორებმა რობერტ დიაკონიძემ და იური ქადარიამ ჩატარებული კვლევებისა და გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრეს.სამუშაო ჯგუფი ისეთ საკითზებს სწავლობს,როგორებიცაა: სანაპირო ზოლის აბრაზიული რეცხვა, პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენა, მდინარე რიონის ქალაქის არხის გაწმენდა და შემდგომი მოვლა-პატრონობა, ახალი ტიპის მოტივტივე ტალღაშემარბილებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობის საპილოტე გამოცდის მიზანშეწონილობა, მდ.რიონის ჰიდროტექნიკური ნაგებობის მდგომარეობა, გალერეის შესწავლა და სარეაბილიტაციო წინადადებების მომზადება.აღსანიშნავია,რომ შეხვედრაზე ქალაქის ერთიანი მელიორაციული პროგრამის შემუშავების საკითხზე იმსჯელეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი 29 03 21

29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12 +17 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტს უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.ფოთში30 მარტს დღისით +9 +11 გრადუსი იქნება ,ხოლო ღამით +5 +7, დღე უნალექოდ ჩაივლის.31 მარტს ჰაერის ტემპერატურა, დღისით +9 +11 ,ხოლო ღამით +7 +9 დღე უნალექოდ ჩაივლის,საღამოს დროგამოშვებით იწვიმებს.

იხილე მეტი
სიახლე 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა 29.03.21

საქართველოში კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეკონომიკური მხარე , განსაკუთრებულად დაზიანდა, აქედან გამომდინარე, მოიმატა როგორც სურსათის ასევე საწვავის ფასმა, რამაც რიგი პროტესტი და გამოხმაურება გამოიწვია მძღოლების მხრიდან.გაძვირებულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა ახლო-მეზობელ ქალაქებსა და რაიონებში.აღნიშნული თემით, ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, ვეცადეთ გაგვერკვია რამდენად გაიზარდა მგზავრობა და შემცირდა თუ არა მგზავრთა ნაკადი.ჩვენ მძღოლებს და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.შეგახსენებთ, რომ მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდეა მომატებული ახლო-მეზობელ ქალაქებსა და რაიონებში, ხოლო თბილისი-ფოთის სამარშუტო გზის ფასი ,უცვლელი 20 ლარი რჩება. რაც შეეხება,მგზავრთა ნაკადს,მოთხოვნა გადაადგილებაზე,კვლავ მაღალია.

იხილე მეტი
სიახლე 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევა იგეგმება 29.03.21

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევა იგეგმება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, კონსტიტუციური პროექტი პარლამენტში უკვე დაინიცირებულია.„ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც დაკავშირებული იყო იგივე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, უკვე შემუშავებულია.,,არის ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გვქონდა ეუთო/ოდირის მხრიდან, რაც არის უაღრესად მისასალმებელი წინ გადადგმული ნაბიჯი. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, რომ დაინიცირებულია უკვე ახალი ინიციატივა, რომ საარჩევნო ბარიერი დაიწიოს 5%-დან 3%-მდე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დაუკავშირდა,მათი უმრავლესობა ინიციატივას არადროულს უწოდებს და ნეგატიურად აფასებს.შეგახსნებთ,რომ პარლამენტში საარჩევნო ბარიერის 5%-დან…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის უშუს სკოლამ მუშაობა განაახლა 29.03.21

ფოთის უშუს სკოლამ მუშაობა რეგულაციების სრული დაცვით განაახლა. სკოლას დაარსებიდანვე ვასილ დუნდუა ხელმძღვანელობს,როგორც ის აცხადებს: პანდემიის გამო,მოსწავლეთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა სკოლა მზადაა – ახალი ნაკადის მისაღებად.მოსწავლეთა თქმით, პანდემიამ მათზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან ისინი დარბაზში ვარჯიშს ვერ ახერხებდნენ და მზადება მხოლოდ ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა.მსოფლიოში უშუ-კუნფუს 3 ძირითადი მიმდინარეობაა: . სამკურნალო უშუ, სპორტული საჩვენებელი უშუ და საბრძოლო ხელოვნება. ფოთის სკოლაში სპორტულ-საჩვენებელ უშუს ეუფლებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი შესაძლოა კვლავ მწვანე ზონად გამოცხადდეს 29 03 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს, შესაძლოა, გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები დაიგეგმოს.,,ამ საკითხებზე მუშაობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და, ვფიქრობ, ორშაბათს ან სამშაბათს, მომავალ საკოორდინაციო საბჭოზე ჩვენს რეკომენდაციებს წარვადგენთ და იქნებ, თვითონ ბიზნესიც გამოვიდეს წინადადებებით, როგორ შეიძლება მოტივირება გავუკეთოთ, რადგან რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი მეტად გაიხსნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (34),სენაკის ლაზიკა მედის(14), სენამედის(12),აბაშის ევექსის(12) კლინიკებში…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ფოლკლორის ცენტრში შეხვედრა გაიმართა 29.03.21

ფოთის ფოლკლორის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა, ანსამბლ ,,ფაზისი”-ის წევრებს შეხვდა ,და ცენტრში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.- სამსახურის უფროსი,ფაზისის წევრებს ცენტრში არსებული პრობლემის დროულად მოგვარებას დაპირდა,როგორც ანსამბლის წევრებმა შეხვედრისას აღნიშნეს, პანდემიის გამო ისინი აუდიტორიას მონატრებულები იყვნენ და სამომავლოდ ბევრ სიახლეს გეგმავენ.აღსანიშნავია ,რომ ანსამბლი ფაზისი უკვე 45წელია რაც არსებობს და მასში ამჟამად 33 ადამიანია ჩართული.

იხილე მეტი
სიახლე 

გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის პირველი სხდომა გაიმართა 26 03 21

დღეს ფოთის საკრებულოს დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის პირველი სხდომა გაიმართა-დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს და გენდერული საბჭოს 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია წარადგინეს.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში, გენდერული თანასწორობის შესახებ გათვალისწინებული პროგრამები განიხილეს.აღსანიშნავია რომ , საბჭოს წევრებმა ფონდი ქველმოქმედი 2015-თან არსებული ქალთა კლუბის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.ფოთის ,, ქალთა კლუბი“ უკვე 3 წელია რაც არსებობს და სხვადასხვა სოციალურ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.ფოთის ,, ქალთა კლუბი“ უკვე 3 წელია რაც არსებობს და სხვადასხვა სოციალურ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა გარდა,სხდომაზე სხვა სსაკითხებზეც…

იხილე მეტი