სიახლე 

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 22. 03.21

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღეა,რომელიც 1993 წლიდან აღინიშნება. ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენ ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა,დედამიწის მეგობრები საქართველოს’’ წარმომადგენელს ვიოლეტა კუციას ვესაუბრეთ.ინტერვიუ.აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რაც ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ითვალისწინებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 22 03 21

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებს.როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, 22 მარტიდან საქართველოს უმეტეს ნაწილში თბილი ამინდებია მოსალოდნელი.ზოგან ნალექი,მაღალ მთაში თოვლის სახით.ფოთში 23 მარტს დღისით +13 +15 ხოლო ღამით +6 + 8 გრადუსი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი.24 მარტს დღისით +6 +8 ღამით +4 +6 ძირითადად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი,დროგამოშვებით იწვიმებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ზამთრის ჩემპიონატი ჩატარდა 22 03 21

ზამთრის ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში ,რომელსაც ფოთის სანიჩბოსნო ბაზა ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა ,დასრულდა.ჩემპიონატში ადგილობრივებთან ერთად, რეგიონებიდან ჩამოსული გუნდები მონაწილეობდნენ.გამარჯვებულები, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლინდნენ.1,2,და 3-ე ადგილზე გასული მონაწილეები ,სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.შეგახსენებთ, რომ,, საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნულ ფედერაციას”” წლის განმავლობაში არა ერთი ჩემპიონატი აქვს დაგეგმილი ,რომელსაც ქალაქი ფოთი უმასპინძლებს.

იხილე მეტი

ფოთში COVID-19 -ს 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 22 03 21

დღეს საქართველოში კოვიდ -19-ის 170 შემთხვევა გამოვლინდა.22 მარტს საქართველოში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებს ელოდებიან. ეს უკვე მეორე ვაქცინაა, რომელიც ქვეყანაში შემოვა. უკვე მიმდინარეობს აცრის პროცესი AstraZeneca-ს ვაქცინით.მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ვაქცინით მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ალერგიული რეაქციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს. აშშ-ში ამ ვაქცინით ანაფილაქსიური შოკის მაჩვენებელი ამ დროისთვის არის 2,5 შემთხვევა 1 მილიონ აცრილზე.ისრაელის მიერ შეგროვებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინამ 94%-ით შეამცირა კორონავირუსის სიმპტომური შემთხვევების რაოდენობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში.Pfizer-ის შემდეგ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინების მეორე პარტიას ელოდებიან. ამჟამად საქართველოში აცრა უტარდება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება 22 03 21

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს.დასრულებული პარკი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. პროექტის ფარგლებში საფეხმავლო ბილიკები მოეწყო. იცვლება განათების სისტემა,შენდება სასცენო ნაგებობა.არსებულ შადრევანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დამატებით პარკს კიდევ ახალი შადრევანი შეემატება.ამჟამად მიმდინარეობს საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი. პარკის მთლიან ტერიტორიაზე დეკორატიული მცენარეების დარგვაა დაგეგმილი.უკვე რეაბილიტირებულ პარკში ფოთელებს ახალი საბავშვო სათამაშო მოედანი და განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 19 03 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 20 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20, +25, დედქალაქში +22, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც. დღის საათებში ტემპერატურა მთაში +18, +23, მაღალმთაში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.ფოთში 20 მარტს დღისით + 10 +12 გრადუსი,ხოლო ღამით +5 +7 გრადუსი. ძირითადად მოღრუბლული. დღე ღამის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე წვიმა.21 მარტს დღისით +8 +12 გრადუსი,ხოლო ღამით +5 +7 გრადუსი.დღე უნალექოდ ჩაივლის,ღამე დრო გამოშვებით იწვიმებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 19 03 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა,ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 511 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა,საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 360ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (34),სენაკის ლაზიკა მედის(23), სენამედის(12),აბაშის ევექსის(7) კლინიკებში , ფოთისა(2)და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი ნავმისადგომი შენდება 19 03 21

მოცულობის ტვირთების ათვისების მიზნით შემუშავდა პროექტი, რომელიც ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. „პეის ჯგუფი“ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ახორციელებს. ახალი საზღვაო ტერმინალი , გემთმშენებელი ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტი ზღვის ფსკერის გაღრმავებას და 3 ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს.პეის ჯორჯიას ახალი ტერმინალი დიდი წყალწყვის გემების მიღებას შეძლებს, პროექტი ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის მიერ, 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა,დანარჩენ თანხა ,,პეის ჯგუფმა” გაიღო. „პეის” ტერმინალის დირექტორმა დავით ნადირაშვილის განაცხადა: ფოთში 2020 წლის ბოლოს, ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი გვექნება.ახალი საზღვაო ტერმინალის მოწყობისა და აკვატორიის სიღრმის გაზრდის შედეგად, ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს, თითქმის…

იხილე მეტი