სიახლე 

გალერეა ,,34”-ში ქალთა კლუბის წევრების სეხვედრა გაიმართა. 9.03.21

ფოთში “არტ გალერეა 34”-ში ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”-ს რიგით მესამე პროექტი გაიმართა, თემატურ შეხვედრაში ფოთის ქალთა კლუბის წევრები მონაწილეობდნენ.მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და კლუბის მიერ უკვე განხორციელებული პროექტებზე იმსჯელეს.შეხვედრაზე განიხილეს, ქალთა კლუბის პროექტი,რომელიც სატელევიზიო ფორმატს გულისხმობს. დაგეგმილია გადაცემების მომზადება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით.შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ ქალთა კლუბის დამფუძნებელი ქალბატონი ია გორგოტაძე. სამომავლოდ ფოთის ქალთა კლუბის წევრების ინიციატივით, ჩვენი, წარმატებული, თანამოქალაქე, ქალების,აღმოჩენაა დაგეგმილი.

იხილე მეტი
სიახლე 

9 მარტს ფოთში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა 9.03.21

საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.პოსტკოვიდურ სიმპტომებზე დღეიდან პაციენტებს გამოიკვლევენ, რომელთაც COVID-19 უკვე გადაიტანეს.კვლევების მიზანი წარმოადგენს დადგინდეს თუ რა გართულებებს იწვევს კოვიდი ვირუსის დამარცხების შემდეგ. კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს,რომ. პაციენტების ჩართვა შერჩევითი პრინციპით მოხდა . შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში. მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის,…

იხილე მეტი
სიახლე 

8 მარტი ქალთა საერთაშორისი დღეა. 08 03.21

მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც დღეს, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება,რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1975 წლის 8 მარტს დაწესდა.ამ პროცესებს წინ უძღოდა ნიუ იორკში 1911-წელს საფეიქროს ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი ,რომელსაც 140-ზე მეტი ქალის სიცოცხლე შეეწირა რამაც მსოფლიოს მაშტაბით ქალების მასობრივი პროტესტი გამოიწვია,ყოველი წლის 8 მარტს ქალები მსოფლიოს მასშტაბით მასობრივ პროტესტს აწყობდნენ და ითხოვდნენ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას,სამუშაო ანაზღაურების გაუმჯობესებასა და მათი უფლებების დაცვას.ჩვენ ქალთა უფლებების ცენტრის დირექტორს ელენე რუსეთსკაია დავუკავშირდით , რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება ქალთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა.ქალთა უფლებების დაცვაში დიდი როლი შეასრულა კლარა ცეტკინმა, რომელiც გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ ქალთა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საქალაქო ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა 08.03.21

ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო დარბაზში ტურნირი რომელშიც ფოთელი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ, ოფიციალურად დასრულდა.ფოთის საქალაქო ჩემპიონატი 9 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა. ჩემპიონატში 45 ფოთელი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას.პირველ,მეორე,და მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები. მედლებითა და სიგელებთ დააჯილდოვდნენ.საჭადრაკო კლუბში სწავლება და შემდეგი ტურნირებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 08 03 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 9 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. ფოთში 9 მარტს დღისით +10 გრადუსი იქნება ხოლო ღამით +3 .დღე უნალექოდ ჩაივლის 10 მარტს დღისით +12 გრადუსი,ხოლო ღამით +7, ნაწილობრივ მოღრუბლული დღე გველოდება.11 მარტიდან მთელი კვირის განმავლობაში ფოთში წვიმაა მოსალოდნელი.

იხილე მეტი
სიახლე 

“არტ გალერეა 34”-ში შეხვედრა გაიმართა 08.03.21

ფოთში “არტ გალერეა 34”-ში არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიტაე სიცოცხლისათვის”ორგანიზებით ,ონკოლოგიური დავადების მქონე ქალბატონებისთვის შეხვედრა გაიმართა ,რომლის მიზანი ონკო- პაციენტებისთვის, არტ- თერაპიული და ფსიქოლოგიური სეანსის ჩატარება იყო.ღონისძიების ფარგლებში ფოთელმა ქალბატონებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მოაწყვეს,გაიმართა ხელის მოწერის ცერემონია. აღსანიშნავია,რომ ღონისძიებაზე მოწვეული იყო ფსიქოლოგი ,რომელმაც ქალბატონებს ონკოლოგიური დაავადების მიმდინარეობისას ,ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ,კონსულტაცია ჩაუტარა.არასამთავრობო ორგანიზაცია “ვიტაე სიცოცხლისათვის” პროექტების განხორციელებას სამომავლოდაც გეგმავს.როგორც ღონისძიების ორგანიზატორემა განაცხადეს,მსგავსი აქტივობები ტრადიციულ სახეს მიიღებს..

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 08,03,21

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 272 851 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 266 693, გარდაიცვალა 3 576 პაციენტი.8 მარტის მონაცემებით :საქართველოში კორონავირუსი კიდევ 147 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი9 მარტიდან კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა იწყება .კვლევის შედეგად, ჯანდაცვის სპეციალისტებს ზუსტად ეცოდინებათ, კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.ჯერჯერობით კვლევა მხოლოდ თბილისში ჩატარდება და, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 500 მონაწილე შეირჩევა.85 წლის დალაი ლამამ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ პრესსამსახური იტყობინება.გავრცელებული ინფორმაციით, ტიბეტელ ბუდისტთა სულიერმა ლიდერმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ინდოეთის ქალაქ დჰარამსალას ჰოსპიტალში გაიკეთა. ამჟამად ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.ვაქცინაცია არის პანდემიის დამარცხების ყველაზე მნიშვნელოვანი…

იხილე მეტი
სიახლე 

ჰიდრომექანიზმების კლუბის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. 05.03.21

ნაბადის უბნის  მოსახლეობა ქ.ფოთის საკრებულოს თავჯდომარის ბექა ვაჭარაძის,სახელზე პეტიციას ამზადებს. მთავარი მოთხოვნა ფოთში, ნაბადის უბანში, ჰიდრომექანიზმების კლუბის ყოფილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა. შენობას დაუბრუნდეს წლების წინანდელი სტატუსი ,აღდგეს კინოთეატრი,და მოეწყოს სხვადასხვა ღონისძიებების თავშეყრისათვის გამოყოფილი ადგილი – ჩამონათვალი, პეტიციის ხელმომწერთა მთავარი მოთხოვნაა.  მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების შუამავლობით, ფოთის საკრებულოსგან ,ჰიდრომექანიზმების კლუბის ყოფილი შენობის, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ითხოვენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პეტიციის ინიციატორს ელისო ჯანაშიას დავუკავშირდით. როგორც ფოთის სამოქალაქო პლატფორმის დამფუძნებელი ელისო ჯანაშია აცხადებს : ფოთის მოსახლეობას დაუსვეს შეკითხვა თუ რა პრობლემის მოგვარება სურდათ რეგიონში . მოსახლეობის ნაწილმა კი…

იხილე მეტი