სიახლე 

ფოთში COVID-19 -ს 4 შემთხვეევა დაფიქსირდა 18 09 20

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დილის მონაცემებით ფოთში კორონავირუსის 4 დადასტურებული შეთხვევაა. ინფიცირებულთა წყაროებიდან ერთი თბილისის მეორე კი ბათუმის კლასტერს უკავშირდება . თვითოზოლაციაში 43 ადამიანი იმყოფება,აქედან 2 საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული. ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ამასთან, როგორც თეა მიგინეიშვილმა აღნიშნა, ხუთივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში ხუთი პაციენტი იმყოფება. ორი ქალი და სამი მამაკაცი. ყველა მათგანის ბიოლოგიური მასალა „პისიარ“ კვლევისთვის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება გუშინ კლინიკაში მყოფ, კიდევ ორ პაციენტს,…

იხილე მეტი
სიახლე 

“კურსორის„ სტუმარია ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საშუალო სკოლის პედაგოგი 17 09 20

კურსორის სტუმარია ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საშუალო სკოლის პედაგოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროკლუბი მე შენთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მედეა ჩემინავა. რომელიც გრანტის ფარგლებში მოპოვებული პროექტის შესახებ, ისაუბრებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი შავი ზღვის საერთაშორისო მხატვართა არტ პლენერს მასპინძლობს 17 09 20

ფოთი შავი ზღვის საერთაშორისო მხატვართა არტ პლენერს მასპინძლობს. მასში 19 მხატვარი მონაწილეობს. პლენერი ღია ცის ქვეშ ფოთის სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება. პლენერის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი გამოფენა მოეწყობა, რომელზეც მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. პლენერში მონაწილე მხატვრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ პროექტში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრი პრემიერისთვის ემზადება 17 09 20

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრმა 6 თვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა, დასი ახალი სეზონისთვის 2 ახალ პრემიერას შესთავაზებს მონატრებულ მაყურებელს, მარტინ მაკ დონაჰის მიხედვით, სილამაზის დედოფალი ასე ჰქვია პიესას რომელზეც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი მუშაობს, სპექტაკლში სულ 4 მსახიობი ნიარა ჭიჭინაძე, მარიკა ბუკია, ბექა ჯუმუტია და დედაქალაქიდან მოწვეული მსახიობი ნიკა ზაქარეიშვილია დაკავებული. სპექტაკლის მხატვარი კი ლიზი ჭიჭინაძეა პარალელურად დასი მეორე პრემიერისთვისაც ემზადება დონაჰაიუს რომანის მიხედვით ოთახი ასე ჰქვია ერთ მოქმედებიან პიესას რომელშიც თეატრის 3 მსახიობი ანი ანდღულაძე გიორგი სურმავა და გენადი შონია არიან დაკავებული ხოლო პატარა ჯეკის როლზე…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შუახნის ქალს კოვიდ -19 დაუდასტურდა 17 09 20

ფოთში, შუახნის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მას ვირუსი გუშინ სწრაფი ტესტით გამოუვლინდა. გადამოწმების მიზნით, პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გაიგზავნა და დადებითი პასუხი ამ დილით გახდა ცნობილი. მათივე ინფორმაციით, ვირუსი მას სწაფი ტესტით დაუდგინდა ინფიცირებულის ორი კონტაქტის, პისიარკვლევის შედეგი კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. შუახნის ქალი სავარაუდოდ ბათუმში დაინფიცირდა. ამჟამად ოჯახის წევრების და კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. ასევე, ინფიცირებულის საცხოვრებელ სახლს და სამუშაო ადგილს სადენზინფექციო სამუშაოები უტარდება. რეგიონში მიმდინარე ეპიდ სიტუაციაზე გთავაზობთ სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას კომენტარს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 16 09 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 17 სექტემბერს მოსალოდნელია დღისით მოწმენდილი ცა ღამით მოღრუბლული ამინდი შესაძლებელია მცირე წვიმაც ჰაერის ტემპერატურა დღისით: +27 ° +29°; ღამით: +21° +23° იქნება. 18 სექტემბერს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა . დრო გამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +27° ; ღამით: +21° +23°. 19 სექტემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +26° ; ღამით: +21° +23°

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში 5 ახალი პაციენტია მოთავსებული 16 09 20

ფოთის ჰოსპიტალში, რესპირატორული სიმპტომებით 5 პაციენტი მოათავსეს. ისინი ფოთიდან და ლანჩხუთიდან არიან. მათი ბიოლოგიური მასალის გამოკვლევის პსუხები, გვიან ღამით გახდება ცნობილი. „ცხელებიანი პაციენტი გვყავს ხუთი: 6, 17, 17, 18 წლის პაციენტები ფოთიდან და 39 წლის ქალი ლანჩხუთიდან. ხუთივე მოთავსებულია ბოქსირებულ, იზოლირებულ პალატებში. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ზუგდიდის ინფექციურში პისიარ კვლევისთვის, ველოდებით პასუხებს“_ განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბოქსირებულში მთავსებულ ერთერთ პაციენტს, რომელიც 112-ის ბრიგადამ ოზურგეთიდან ჩამოიყვანა, პისიარკვლევით კოვიდ-19 დაუდგინდა. ის ქობულეთის ცხელების კლინიკაში იქნა გადაყვანილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 9 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება 16 09 20

ფოთში გზების ავარიული მდგომარეობა მოსახლეობას დიდი ხანია აწუხებს, საუკუნის პროექტად წოდებული კანალიზაციისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ტაჰალ გრუპის“ მიმართ პრეტენზიებიც არაერთხელ გაჟღერებულა. ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ 9 ქუჩაზე, სადაც კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის ფარგლებში 3 კმ-იან გზის მონაკვეთზე გზის საფარი მოეწყობა. პარალელურად, ფოთში საავტომობილო გზების დეპარტამენტი 4 ქუჩაზე 7 კმ გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, რისთვისაც 8მილიონ 285ათას…

იხილე მეტი