სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 12 04 22

“იარაღი, იარაღი და იარაღი” – ესეთია კიევის მოთხოვნა ბრიუსელის მიმართ. ამ ფონზე, უკრაინელები კიევთან ახლოს ქალაქ ბოროდიანკას ასუფთავებენ, ქალაქი რუსულმა ცეცხმა მიწასთან გაასწორა.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით 12 04 22

საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. შესაბამის ოფიციალურ მონაცემებს უკრაინის სახელმწიფო ფოსტა “Ukrposhta“ აქვეყნებს. ამავე უწყების ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან. „უკრპოშტის“ მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუმინეთი – 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით. უკრაინის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 1-ლი აპრილის მონაცემებს ასახავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთმა დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა

ფოთმა, დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა, რომელშიც საქართველოს 15 რეგიონიდან – 600 მდე მოსწავლე მონაწილეობდა.ფესტავალის ფარგლებში 9, 11 და 13 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის მოზარდებმა. ორ-ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. სამივე კატეგორიაში ფოთელი მორაგბეებიც ასპარეზობდნენ,მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრებით გადაეცათ.ფესტივალის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგელებთან ერთად, რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და ვიცე პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ესწრებოდნენ.ასევე იმყოფებოდნენ, ფოთში ცნობილი მორაგბეები მამუკა გორგოძე, გია ლაბაძე, დავით კაჭარავა და გიორგი ნემსაძეაღსანიშნავია რომ, სეზონის ბოლოს, სარაგბო ფესტივალის დახურვას, კვლავ ფოთი უმასპინძლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვებული ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა 11 04 22

საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვებული ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა. აღსანიშნავია რომ ჰუმანიტარული ტვირთი ფოთში დასაწყობდა,მოგვიანებით კი ,,საქართველოს ფოსტის” დახმარებით უკრაინაში გაიგზავნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 10 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, არა მალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვა მუნიციპალიტეტების მერიების სარეზერვო ფონდიდან, ასევე საჯარო მოხელეების, მოქალაქეების და ბიზნეს სექტორის შემოწირულობებით მოხდა. აღნიშნული,პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთის საგამოფენო დარბაზში შეხვედრა გაიმართა 08 04 22

ფოთის საგამოფენო დარბაზში, რამდენიმე დღეა მხატვარ მაია გერსამიას ნახატების გამოფენა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ფოთის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს რამდენიმე დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ მხატვრის შემოქმედებას გაცნობოდნენ, შეერჩიათ სასურველი ნახატი და ორიგინალიდან გადმოხატვა შეესრულებინათ.დღეს გამოფენა მოსწავლე -ახალგაზრდების მიერ შესრულებული ნახატებით დაიხურა . შეხვედრა გაიმართა მხატვარ მაია გერსმიასთანაც, ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ფოთში ბრიფინგი მოაწყო 08 04 22

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-ის წევრებმა, ფოთში ბრიფინგი მოაწყვეს.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციური პარტია, ფოთში 7ჰა. ტერიტორიის გასხვისებას ეწინააღმდეგება, მათი ინფორმაციით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიას ეკონომიკის სამინისტრო აუქციონის წესით ყიდის, ქალაქს კი შემოსავლის მხოლოდ 35% რჩება. ოპოზიცია მოითხოვს გაუქმდეს აუქციონი და მისი გაყიდვის უფლება ქალაქს მიეცეს, რითაც ადგილიბრივი ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით ისარგებლებს და აღნიშნული თანხა ქალაქის განვითარებას მოხმარდე

იხილე მეტი
სიახლე 

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ,,9 აპრილის ” თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა 11 04 11

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ,,9 აპრილის ” თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმისა და ფოტო მასალების ჩვენება გაიმართა. ლიტერატურული სალონის ,,გულის სამელნე’’-ს წევრებმა , 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე და დამოუკიდებელი საქართველოსთვის, აღნიშნული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია რომ ყოველი წლის 9 აპრილს, საქართველო თავისუფლებისთვის დაღუპულებს მიაგებს პატივს და ამავე დროს აღნიშნავს დღეს, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდა, როგორც 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობაცნობისათბის, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მრავალათასიანი მიტინგი სასტიკად დაარბია, – შემთხვევას, 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში, მოსახლეობასთან, საკრებულოს წევრების შეხვედრა გაიმართა 08 04 22

ფოთის მერიის სხდომათა დარბაზში, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის; სოციალურ საკითხთა კომისიის; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის; და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა მოქალაქეებთან შეხვედრა გამართეს,რომელზეც მათი პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილის, ზაალ კვინჩიას განცხადებით: აღნიშნული შეხვედრები საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ჩატარდა და შეხვედრაზე ქალაქის ყველა უბნის მცხოვრები მოქალაქები იმყოფებოდნენ, ასევე იგეგმება მათ საცხოვრებელ სახლებში ვიზიტიც პრობლების გაცნობის და მისი აღმოფხვრის მიზნით აღსანიშნავია, რომ როგორც თვითმმართველობის წევრები აცხადებენ,მსგავსი სახის შეხვედრები მოქალაქეებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

„ლიბერთი პარტნიორმა“ მოსახლეობასთან შეხვედრები განააახლა 07 04 22

„ლიბერთი პარტნიორმა“ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები განაახლა „ლიბერთი პარტნიორის“ შეხვედრები გასული წლის მსგავსად ადგილობრივ მოსახლეობასთან გრძელდება. ამჯერად, დასაქმების პროგრმა ქუთაისელებს გააცნეს. დასაქმების უნიკალური შესაძლებლობის შესახებ, ლიბერთი ბანკში შეკრებილებს ნანუკა გეგენავა ესაუბრა. ქუთაისის შემდეგ შეხვედრები ბათუმსა და ზუგდიდშიც გაიმართება.

იხილე მეტი