სტუდია ვაშინგტონი 14 04 21
სტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი,,ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევად მივიჩნევ ფოთის საპატიო მოქალაქედ არჩევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოთელებს ვუყვარვარ და მაფასებენ… ასევე, დიდი დაფასებაა ის, რომ 2016 წელს ანსამბლ ,,ფაზისის’’ ვარსკვლავი გაიხსნა, რომელიც პირველი ვარსკვლავია ფოთში’’… – ეს სიტყვები ნანი გუგუშვილს ეკუთვნის, ანსამბლ ფაზისის წევრს, ქალაქის საპატიო მოქალაქეს, ფოთზე უზომოდ შეყვარებულ მუსიკოსს. ნანი გუგუშვილი 1947 წელს ფოთში დაიბადა,სწავლობდა პუშკინის სახელობის სასწავლებელში, ფილოლოგიას, მუსიკის განხრით.52 წელი ქალაქის ნომერ პირველ სამუსიკო სასწავლებელში, იმუშავა ,მუშაობდა მესამე და მეოთე საჯარო სკოლებში, მუსიკის მასწავლებლად. მისი სამუსიკო კარიერა 60-ანი წლების ბოლოს დაიწყო,ის შემთხვევით აღმოაჩინა ირაკლი ლოლუამ (ბოჩიკა), პირველი სერიოზული…
იხილე მეტიფოთის სამხატვრო სასწავლებელი, რომელიც ჩხეიძის ქ.N37-ში მდებარეობდა და იმ დროისთვის ავტორიზაციისთვის ემზადებოდა – მოპოვებული ქონდა მაძიებლის სტატუსი, შენობა დემონტაჟს დაექვემდებარა და სასწავლებელი დროებით გეგიძის 12 ში მდებარე შენობის მე-2 სართულზე განთავსდა. სამხატვროს დირექტორის,მაია კორკელიას განცხადებით ,სასწავლებელს მთელი რიგი პრობლემები აქვს,- ქონდა არასაკმარისი ფართი, ამჟამად კი საერთოდ არ გააჩნია ის ახალ მისამართზე გადმოსვლის პროცესში დაზიანდა ხის დამამუშავებელი 2 ჩარხი. არსებულ შენობაში ელექტროენერგიის შეყვანაც ვერ მოხერხდა.სასწავლებელში ამჟამად სასწავლო პროცესი შეფერხებით, მიმდინარეობს რადგან ორი უნიკალური ფაკულტეტი, რომლებიც ხალხური რეწვის აღდგენის საქმეს ემსახურება, პარალიზებულია.,მიუხედავად იმისა ,რომ სამხატვრო სასწავლებელი თავისი არსით უნიკალურია და ერთადერთია რეგიონში.სამხატვრო…
იხილე მეტიდღეს ფოთში საკრებულოს მ ეხუთე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე,დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს. მოქალაქის ელისო ჯანაშიას მიერ წარდგენილ პეტიციას,რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხმაური მოჰყვა. როგორც ჯანაშიამ განაცხადა,მის მიერ ადრე შეტანილ სამ პეტიციას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, რის შემდეგაც მან საკრებულოს და თვითმმართველობას ,, კარიკატურა’’ უწოდა,რასაც ჯანაშიასა და საკრებულოს თავჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან კითხვები ჰქონდა ფოთის თეატრის დირექტორსაც , თენგიზ ხუხიას. ,,როდის უნდა გადაიჭრას თეატრის პრობლემა და შეიქმნას შესაბამისი კომისია,რომელიც პრობლემებს შეისწავლის და მოაგვარებს’’. როგორც თენგიზ ხუხია ჩვენთან საუბარში აცხადებს, მისი კითხვა კვლავ უპასუხოდ დარჩა. ,,ევროპული საქართველოს’’ წარმომადგენლის…
იხილე მეტიფოთში , კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო მე-12 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა , მე- 7 სკოლაში კი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ქორქიას თქმით,სკოლებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა,მესამე საჯარო სკოლაში, რეინფიცირების შემთვევა დაფიქსირდა, კორონავირუსი დირექტორს განმეორებით დაუფიქსირდა ასევე დაინფიცირებულია სკოლის სამი მოსწავლე. ჩვენ მესამე სკოლის დირექტორს ლელა კემულარიას დავუკავშირდით,რომელმაც კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ამ ეტაპზე ონლაინ სწავლებაზე მხოლოდ ის კლასები იმყოფებიან, რომელშიც ვირუსი დაფიქსირდა, საუბარია, მე-5, მე-6 და მე-9 კლასებზე. დღევანდელი მდგომარეობით სულ 7 სკოლაში წერტილოვანი შეზღუდვებია დაწესებული და მხოლოდ ერთი მე-12 საჯარო სკოლა არის სრულად დისტანციური…
იხილე მეტიფოთის #1 საჯარო სკოლაში ,ფონდ ბილივის შეხვედრა გაიმართა. ბრიტანული საპარლამენტო სტილით დებატების მოდულის ფორმატში, ახალგაზრდებმა დებატების ტექნიკა და საჯარო გამოსვლების ხელოვნება შეისწავლეს და კრიტიკული აზროვნების უნარები განივითარეს. COVID 19 -ის შეზღუდვების გათვალისწინებით მოდული, ონლაინ რეჟიმში წარიმართა. პროექტი 6 კვირის განმავლობაში 15 ბილიველისათვის მიმდინარეობდა. შემაჯამებელ შეხვედრაზე 3 საუკეთესო გუნდი გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს გრანდ-ფინალში შეხვდა. პროექტი გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან (GSNG) პარტნიორობით განხორციელდა.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი 13 04 21
იხილე მეტიდღეს საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ინფიცირების გავრცელების საგანგაშო მონაცემია. “დღეს ინფიცირების გავრცელების საგანგაშო მონაცემია. ამ დღეების განმავლობაში ასეთი ნახტომი არ ყოფილა, როდესაც 24 საათის განმავლობაში ასე იმატებს შემთხვევები. ჯანდაცვის სექტორზე უკვე ზეწოლა სერიოზულია. კლასტერებიდან უკვე საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ,”,, “სამწუხაროდ, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ის, რომ კორონავირუსს გადავიტან და მეორედ არ შემხვდება – ასე არ არის. იმის გამო, რომ უკვე არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, წამყვანი არის ბრიტანული შტამი, იზრდება რეინფიცირების შემთხვევები, როგორც საქართველოში,…
იხილე მეტილიბერთის ბანკის გენერალური დირექტორის ვასილ ხოდელის განცხადებით: ლიბერთის მიერ გაცემუ სესხები,საბაზრო ღირებულებისაა.,,ლიბერთი ბანკის ყველა მომხმარებელს, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენლებს, აქვთ არჩევანის თავისუფლება აიღონ სამომხმარებლო სესხი ნებისმიერ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უფროსი თაობის ჩვენსავე მომხმარებელს აქვს სხვა ბანკებში 1,5 მილიარდი ლარის სასესხო ვალდებულებები.მეორე და მთავარი, ლიბერთის ნებისმიერი სასესხო პროდუქტი, მათ შორის უფროსი თაობის მომხმარებლის მიერ აღებული სესხი, გაიცემა საბაზრო პირობებით. ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი.ლიბერთი ბანკი არის – კერძო კომერციული ბანკი, რომელიც გულით ზრუნავს თავის მომხმარებელზე და იცავს ქვეყანაში დაწესებულ კანონებსა და რეგულაციებს” აღნიშნა ვასილ…
იხილე მეტიფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს ორი ადამიანი დაშავდა, არსებული ინფორმაციით საწარმოში სატვირთო ავტომობილის საბურავი გასკდა,რამაც ახლოს მდგომი საწარმოს თანამშრომლების მძიმე დაზიანება გამოიწვია. დაშავებულები, სენაკის კლინიკა ,,არქიმედედან“ ქუთაისში შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი კლინიკა არქიმედეს საინფორმაციოს მენეჯერს გიორგი ტყებუჩავას ესაუბრა.როგორც კლინიკის მენეჯერმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:დაშავებულთა,მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო,რამაც განაპირობა მათი ქუთაისში გადაყვანა. შეგახსენებთ ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
იხილე მეტი