სიახლე 

აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტი შემცირდა 04.03.21

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მონაცემებით 2020 წელს, აშშ-ში ქართული ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით, 9.4%-ით შემცირდა.თუმცა როგორც ასოციაციაში აცხადებენ მიუხედავად ამისა ქართული ღვინო წინსვლას აგრძელებს.როგორც საქართველოს ღვინის ასოციაციაში განმარტავენ უკვე 6 წელია რაც ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინო სტაბილიზაციას ინარჩუნებს,სააგენტოს მონაცემებით 2020 წელს 912 ათასამდე ბოთლი ღვინო გაიყიდა.ღსანიშნავია რომ საქართველოს ღვინის სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციას პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო დისტანციურ რეჟიმში და სხვა ონლაინ პლათფორმებით ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

კლინიკა ბომონდმა ახალი პროფილებით განაახლა მუშაობა 04,03,21

ქ. ფოთში გაიხსნა ახალი კლინიკა,რომელიც ,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი ‘’ -ის სახელითაა ცნობილი. ის – აქამდე ,მხოლოდ სამშობიარო კორპუსით იყო წარმოდგენილი და სამეანო განყოფილება ფუნქციონირებდა.დღეს უკვე დასრულდა ქირურგიული კორპუსის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები,ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ნებართვა და ლიცენზია გაიცა და დაპირებისამებრ ფოთში მრავალპროფილიანი სტანციონარი შეძლებს მუშაობას.აღსანიშნავია ,რომ ადგილობრივ კადრებთან ერთად, დღეს პირველად სხვადასხვა წამყავნი კლინიკებდიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური ექიმები, კონსულტაციას ფოთელ მოსახლეობას უწევენ.როგორც კლინიკის ადმინისტრაცია აცხადებს : მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხშირი ხასიათის იქნება.როგორც კლინიკაში განგვიცხადეს: ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევევბი იქნება ხელმისწავდომი,როგორებიცაა : კომპიუტერული ტომოგრაფია და ენდოსკოპიური კვლევები.ასევე მოსახლეობას, 24 საათიან რეჟიმში უმაღლესი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 5 ახალი შემთვხევა დაფიქსირდა 04 03 21

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 348 281 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 114 428 211 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 543 755 ადამიანი გარდაცვალა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისათვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ კიდეც. იმედი გვაქვს, რომ მარტში დავიწყებთ პირველი პარტიებით ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაციას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არაუგვიანეს მარტის ბოლოდან დაიწყება.მისივე თქმით, COVAX პლატფორმას საქართველოსათვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის…

იხილე მეტი
სიახლე 

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. 03.03.21

3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება რომელიც , საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.ამ დღეს საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა, 3 მარტი, როგორც დედის დღე დღემდე ცალკე აღინიშნება.დედის დღეს,3 მარტს მსოფლიოს 46-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.ფოთში კოვიდ პანდემიის გამო ყველა ღონისძიება გაუქმებულია. დღეს ჩვენი ჯგუფი პოეტ რონა ბუბუტეიშვილს ესტუმრა, რომელმაც საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და ლექსი წაიკითხა.3 მარტი დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა,სწორედ ამიტომ საქართველოში ეს დღე უქმედაა გამოცხადებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 03.03.21

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ევროპაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. ამის შესახებ მან twitter-ზე დაწერა. „თებერვალში დაფიქსირებული უკუსვლის შემდეგ, ახლა თვალს ვადევნებთ ახალი ტალღის გავრცელების საგანგაშო ნიშნებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ბალკანეთის სახელმწიფოებში“, – განაცხადა კლუგემ. ვაქცინაციის დაგვიანების მიზეზი არის ის, რომ მწარმოებლები სათანადო რაოდენობის ვაქცინას ვერ აწარმოებენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას პირბადის ტარების აუცილებლობის შესახებ ახსენებს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, სწორედ პირბადის ტარება გვაძლევს ამ ეტაპზე საშუალებას ძველ ცხოვრებას…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველო რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს. 03.03.21

საქართველო რუსულ ხორბალს ნაწილობრივ ყაზახური ხორბლით ჩაანაცვლებს,- ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.  მისი განცხადებით , იმ ფონზე, რომ რუსეთმა საბაჟო გადასახადი გაზარდა, საქართველო რუსეთიდან წარმოებულ ხორბალს ნაწილობრივ სხვა ქვეყნებიდან იმპორტით ჩაანაცვლებს. ჩვენი ქვეყანა  ამ ეტაპზე ვერ ახერხებს ხორბლის იმ მარაგის წარმოებას რაც ქართული ბაზრისთვის იქნება საკმარისი. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის განცხადებით  ქვეყანას დაახლოებით 2 თვის ხორბლის გარდამავალი მარაგი მუდმივად აქვს, რაც რისკების შემთხვევაში, სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და პურის ფასის ჯერჯერობით გაზრდას არ გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის„ სტუმარია ირაკლი იზორია 03 03 21

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით 2020-ი წლის პირველ კვარტალში 1236-ი ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა,ამავე მონაცემებით დაიღუპა 134-ი პირი,ხოლო დაშავდა 1610-ი პირი. “კურსორის” სტუმარია: ,,ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის’’ დირექტორი ირაკლი იზორია,რომელიც სტატისტიკაზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

1 მარტიდან საქართველოში ნადირობის სეზონი ოფიციალურად დასრულდა 02.03.21

1 მარტიდან საქართველოში ნადირობის სეზონი ოფიციალურად დასრულდა. ამავე პერიოდში ნადირობა აიკრძალა გადამფრენ ფრინველებზე,ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს მაია ჩხობაძეს დავუკავშირდით.როგორც მაია ჩხობაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა : გარემოსდაცითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია რვა ტერიტორიული ორგანო რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით კონტროლი გაამკაცრაშეგახსენებთ რომ,, ნადირობის სეზონის” დარღვევის შემთხვევაში დამრღვევ პირს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება.

იხილე მეტი