სიახლე 

ფოთში ხვიჩა ჯიჯეიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა 01 10 20

ფოთში კოლხეთის გამორჩეული გულშემატკივრის ხვიჩა ჯიჯეიშვილის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში გაიმართა. რომელშიც 22გუნდი მონაწილეობდა. ნახევარ ფინალში 4 გუნდი ჭაბონამა, ბერდიანსკი, რაიონსკი და არისტოკრატები გავიდნენ. ფინალი არისტოკრატთა გოლებით დაიწყო, მაგრამ ორ ბურთიანი უპირატესობის აღმოფხვრა ჭაბონამამ შეძლო და თამაში ანგარიშით 3-2 დასრულდა. საუკეთესო მოთამაშე გიო თელია გახდა ბომბარდირი -დათო კუკულაძე. მეორე ადგილზე არისტოკრატები ხოლო მესამეზე რაიონსკი გავიდა. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები მედლები და თასები გადაეცათ.ტურნირს ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან”, გიგა ბოკერიას ესწრებოდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ავტოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს 01 10 20

აქტიურ ფაზაშია ფოთის ავტოპარკის მშენებლობა. სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი, არსებულ ტრანსპორტთან ერთად, იმ 10 ახალ ავტობუსს მოემსახურება, რომლებსაც მიმდინარე წელს ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში ქალაქი მიიღებს. ახალი ავტოპარკის მშენებლობა და 10 ახალი ავტობუსის შემოყვანა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და ფოთელებისათვის ქალაქში გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის. ახალი ავტობუსები ასევე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში COVID-19-ის შემთხვევა არ ფიქსირდება 01 10 20

ფოთში, დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. განცხადებას ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „პისიარ“ კვლევისთვის გუშინ გაგზავნილი 166 პირის ბიოლოგიური მასალის პასუხი, უარყოფითია. შეგახსენებთ, რომ ფოთში ბოლო პერიოდში კორონავირუსით დაინფიცირების 20 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 6 გამოჯამრთელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ნიჩბოსანის მორიგი წარმატება 01 10 20

უნგრეთში ქალაქ სეგედში მსოფლიო თასი ნიჩბოსნობაში ჩატარდა, სადაც საქართველოდან 6 სპორტსმენი მონაწილეობდა. ფოთელმა მურმან მალანიამ წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპი სადაც პირველ ადგილზე გავიდა და მსოფლიოს 8 საუკეთესო სპორტსმენთან ერთად ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. სადაც კანოე მიქსში და ერთ ადგილიან კანოეში 200 მეტრ დისტანციაზე იასპარეზა. აღსანიშნავია რომ მურმან მალანიასთან ერთად ფინალში ქართველი ზაზა ნადირაძეც ასპარეზობდა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია გაიმართა 30 09 20

ფოთში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ და მარნეულში მომხდარი ინციდენტი დაგმეს. მათი პრეტენზიები საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხსაც შეეხო. „რაც ხდება ამ ოლქში, იგივე ხდება დანარჩენ ოლქებში მთელ საქართველოში. ჩვენ ველოდებით იმას, რომ კომისიებმა შეასრულონ კომისიების ფუნქცია, ანუ დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქცია. თუ ამ ფუნქციას კომისიები არ შეასრულებენ, მაშინ ვიცით ვის უნდა მივმართოთ. ხალხი იქნება ჩვენვის არბიტრი და ამიტომ წაგებასაც უნდა ღირსება. ჩვენ არ მოვითმენთ, რომ ვიღაცა მარო დეიდა სხვანაირ ოქმს დაწერს და ჩვენ ამას მივიღებთ როგორც მოცემულობას, ეს ასე არ იქნება. ჩვენ მივმართავთ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 30 09 20

ფოთში, კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათგან ერთი გეგმიური კვლევისას გამოვლინდა, ხუთი შემთხვევა კი ბათუმს უკავშირდება. ,,მიმდინარეობს ეპიდკვლევა, კონტაქტების დადგენა და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ამ დროისთვის ფოთში მდგომარეობა კონტროლირებადი და სტაბილურია.“– განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

იხილე მეტი
სიახლე 

გაიგე მეტი COVID-19 – ს შესახებ. ფოთის სკოლები 30 09 20

“გაიგეთ მეტი covid 19”-ზე. ხვალ ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რამდენად მზად ხვდებიან ამ პროცესს სკოლები, რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ, რა შეზღუდვები იმოქმედებს…. ამ საკითხებზე სასაუბროდ სტუდიაში მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი გივი ხომერიკი და ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მასწავლებელი ქეთევან ლომსანიძე მოვიწვიეთ. ასევე ვესტუმრეთ მე-5 საჯარო სკოლას

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფესტივალის ,,ნიკო 2020“ ფარგლებში კედლები მოიხატა 29 09 20

ფოთში 2ლოკაციაზე ფესტივალის ,,ნიკო 2020“ ფარგლებში გეგიძის და შავიზღვის ქუჩაზე კედლები მოიხატა. აღნიშნული აქტივობა მეორე წელია ხორციელდება ფესტივალის მიზანი ფოთის ქუჩების გალამაზებაა. ორგანიზატორთა განცხადებით ფესტივალის ფარგლებში არაერთი მასშტაბური ღონისძიება იგეგმება.

იხილე მეტი