სიახლე 

ფოთელი კარატისტები აქტიურად ემზადებიან 24 07 20

ორი დღის წინ, კარატე-დოს ფოთის ფედერაციამ სხვადსახვა კატეგორიის ქამრისთვის გამოცდები ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა ფოთის სკოლის ათმა მოსწავლემ მიიღო. კარატე დოს ფოთის ფედერაციის პრეზიდენტის, მეხუთე დანის მფლობელის ბაჩუკი სულამანიძეს თქმით, სპორტსმენთა მომზადება ღია სივრცეში მთელი ზაფხულის პერიოდში აქტიურად მიდინარეობდა და „კოვიდ19“ გამო მათ ვარჯიში არ შეუწყვეტიათ, რადგან ფიზიკურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. კარატე-დოსა და შერეულ ორთაბრძოლებში ტურნირი სექტემბერში იგეგმება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საზაფხულო ფესტივალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა 24 07 20

მალთაყვის სანაპიროზე საზაფხულო ფესტივალი maltakva beach fest გუშინ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ფესტივალის ორგანიზატორები “სტუდიო ამბო” და მეგობრები არიან. მათი განცხადებით დამსვენებლებს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებენ. იქნება ღია კინო თეატრი, მოეწყობა კაფე და დასვენების სივრცე. ფესტივალი მაჟორიტარი დებუტატის ირაკლი ხახუბიას ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ხვალ სტარტს ტურნირი პლიაჟის ფეხბურთში აიღებს, რომელზეც სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის ,,ბორის პაიჭაძის“ თასი გათამაშდება. ერთმანეთს 24 გუნდი დაუპირისპირდება. გუნდები კენჭის ყრის შედეგად ექვს ქვე ჯგუფში გადანაწილდა. მეორე ეტაპზე გასული 16 გუნდი ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს ასპარეზობას. ფეხბურთელები საბრძოლველად არიან განწყობილნი და მათი თქმით “პაიჭაძის თასის” მოპოვება მათთვის დიდი პატივია ფესტივალის…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 24 07 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 25ივლისს მოსალოდნელი ძირითადად მოღრუბლული ამინდი. ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25 ° +27°;ღამით: +23° +25° იქნება. 26ივლისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ. ასევე ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +26° +27° ; ღამით: +23° +25°. 27ივლისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა დღისით ძირითადად მოწმენდილი ჰაერის ტემპერატურა დღისით: +26° +28° ; ღამით: +23° +25°

იხილე მეტი
სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში 23 07 20

გუშინ ფოთში,რუსთაველის რკალზე, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალსა და ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივემათგანი დაშავდა, თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ორივე მათგანი გზაზე გადასვლას ცდილობდნენ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით ქალს თავის ტრამვა მოზარდს კი ზედაპირული ტრამვა აღენიშნება. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში 3 ახალი პაციენტი იმყოფება 23 07 20

ფოთის ჰოსპიტალში 3 პაციენტია მოთავსებული, მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. გთავაზობთ ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის სატელეფონო კომენტარს.

იხილე მეტი

“კურსორის“ გამოშვების სტუმარია ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა 22 07 20

“კურსორის” სტუმარია ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა რომელიც, “კოვიდ 19”-ის შესახებ გვესაუბრება.

იხილე მეტი

”კურსორის” სტუმარია რეჟისორი მიშა ჩარკვიანი 22 07 20

“კურსორის” სტუმარია რეჟისორი მიშა ჩარკვიანი რომელიც 26ივლისს დაგეგმილ სპექტაკლზე და თეატრში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი