სიახლე 

გუშინ ფოთში ძლიერი სეტყვა მოვიდა 24 04 20

ფოთის ზოგიერთი უბნის მცხოვრებლები წუხელ სეზონისთვის უჩვეულო და ქალაქისთვის იშვიათი მოვლენის- ძლიერი სეტყვის მომსწრენი გახდნენ, სეტყვასთან ერთად ტემპეტატურაც დაეცა და ნასეტყვარი ადგილები ზოგგან დილითაც იყო შემორჩენილი. ამ მოვლენაზე კომენტარი ფოთის ჰიდროგრაფიის სამსახურს ვთხოვეთ და მათ ამ ატმოსფერული მოვლენის ახსნასთან ერთად შაბათ-კვირის პროგნოზიც შემოგვთვაზეს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მაჟორიტარის მხარდაჭერით 300 ოჯახს სურსათი გადაეცა 24 04 20

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით 300-ზე მეტ ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა, მათ შორის უსინათლო და სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებს. გასულ კვირას დეპუტატის პირადი რესურსით საკვები პროდუქტები 400 ოჯახს გადაეცა. აღსანიშნავია რომ ბაღის 1900-მა აღსაზრდელმა მიიღო სასურსათო კალათა. ჯამში დეპუტატი პირადი რესურსით 2600 ოჯახზე მეტს დაეხმარა.

იხილე მეტი
სიახლე 

ბაზრის ადმინისტრაციამ უპოვართა სასადილოს პროდუქტები გადასცა 24 04 20

ფოთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია კვლავ აგრძელებს შეჭირვებული თანაქალაქელების დახმარებას, დღეს შეგროვებული პროდუქტები უფასო სასადილოს გადაეცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მცხოვრებ ბოშებს დახმარება გადასცეს 24 04 20

ფოთში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული წესებისა და მოთხოვნების შესახებ. პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით და კოორდინირებით გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ჩართვა „კურსორში“.მაია მაკალათია 23 04 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მაია მაკალათია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში 56 ხოლო კარანტინში 3 ადამიანი იმყოფება 23 04 20

ფოთის მერის განცხადებით – თვითიზოლაციაში 56 ხოლო კარანტინში 3 ადამიანი იმყოფება. ქალაქში შემომსვლელ და გამსვლელ ავტომანქანებზე მონიტორინგი მიმდინარეობს, სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები კი შეუფერხებლად მუშაობენ. ამასთან გრძელდება სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებისა და დონორების დახმარებით მოწყვლადი ოჯახებისათვის დახმარებების გაცემა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 23 04 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 24აპრილს მოსალოდნელია ცვალდებადი მოღრუბლულობა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14°; ღამით: 9 -11 25აპრილს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12 +14 ; ღამით: +10° +12 იქნება. 26აპრილს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13°+15° ; ღამით +9° +11° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში კიდევ ორი პაციენტი მოათავსეს 23 04 20

ფოთის ჰოსპიტალში კიდევ ორი პაციენტი მოათავსეს. ექიმების შეფასებით, მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით ცხელების ცენტრში წლის და 6თვის გოგონა ოზურგეთიდან და 62წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იმყოფება. ამჟამად, მიმდინარეობს მათი კლინიკო- ლაბორატორიული კვლევები და ორივე მათგანის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

იხილე მეტი
სიახლე 

სოფლის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში რწმუნებულები მოემსახურებიან 23 04 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში, სოფლის რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან.

იხილე მეტი