სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 31 03 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე მსჯელობენ იმაზე თუ, როდიდან მიეცემა აცრის შესაძლებლობა ახალ ჯგუფს. განიხილება, რომ ასაკი დაიწევს და რეგისტრაციას 55 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. ასევე განიხილება სათადარიგო სიების შექმნაც, იმისთვის, რომ დოზების დანაკარგი არ იყოს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ვინმე არ მივიდა ასაცრელად, აღნიშნული სათადარიგო სიიდან სხვა აიცრება.საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ახალი სახელი აქვს.როგორც ევროპის…

იხილე მეტი
სიახლე 

ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი დასრულდა 31 03 21

25 მარტიდან ფოთის ნანა ალექსანდრიაა სახელობის საჭადრაკო კლუბში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.3 სხვადასხვა ტურნირში 75 მდე ფოთელი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას, ტურნირი 30 მარტს დასრულდა.საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მედლებითა და დიპლომები დაჯილდოვდნენ პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მედლებთან და დიპლომებთან ერთად თასებიც გადაეცათ.საჭადრაკო კლუბში ხშირად ეწყობა შეჯიბრებები,რომელშიც 100 მდე ფოთელი წარმატებული მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას და მსგავსი ტურნირები სამომავლოდაც იგეგმება.

იხილე მეტი
სიახლე 

კოსტავას ქუჩაზე მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 31 03 21

ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მინი-სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2020 წლის 17 დეკემბერს დაიწყო, მიმდინარე წლის მარტის თვეში დასრულდა.მას კონპანია შპს ,,სამტრედმშენი” აწარმოებდა რომლის ღირებულებაც 106,294 ლარს აღემატებოდა.როგორც,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ინფრატრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ლევან სონგულია, ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს : აღნიშნული მოედანი, წლების მანძილზე ავარიული და მიტოვებული იყო,სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ინიციატივა კი მოსახლეობის მხრიდან წამოვიდა, რის შემდეგაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, უკვე დასრულებულია და ყველა ასაკის მსურველს შეუძლია მისი გამოყენება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკრებულოს რიგით მე-4 სხდომა გაიმართა 31 03 21

დღეს ფოთში საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა.სხდომაზე თოთხმეტი საკითხი განიხილეს,როგორებიცაა:2020 წლის ბიუჯეტის მეოთხე კვარტლის შემოსულობების შესრულება და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვა.ქ.ფოთის მუნიცილაპეტეტში რეგურალური სამგზავრო გადაყვანის მარშუტების დამტკიცება. ქ.ფოთის მუნიცილაპეტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცება.ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.ქ.ფოთის მუნიცილაპეტეტის 2021-2023 წლების საშუალო ვადიანი გენდერული თანასწორების სტრატეგიის დამტკიცება. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ლევან ბერიძემ,რიგითმა მოქალაქემ გამოთქვა პრეტენზია,ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის დაგვიანებასთან დაკავშირებით,რასაც მწვავე სტყვიერი დაპირისპირება მასსა და საკრებულოს თავჯდომარეს შორის მოჰყვა. მიუხედავად ხმაურისა, სხდომა მშვიდ გარემოში გაგრძელდა, კომისიამ 14-ივე საკითხი შეაჯამა და დადებითად ცნო.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაღებში კოვიდ 19 -ის შემთხვევები გამოვლინდა 31 03 21

ფოთში არსებულმა საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი პირველ მარტს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეგულაციების სრული დაცვით განაახლა.გეგმიური შემოწმების შედეგად რამდენიმე ბაღში კოვიდ-19 გამოვლინდა. სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულების დირექტორის მაკა ზარანდიას განცხადებით , კოვიდი ფოთის N3, N11 და N14 ბაღში დაფიქსირდა, შესაბამისი ჯგუფები 2 კვირიან იზოლაციაში იმყოფებიან,თუმცა აღსანიშნავია რომ შიდა გადაცემის ფაქტი არ დაფიქსირებულა.ფოთში 15 სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს და სხვა ჯგუფებში პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ – სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, ადგილობრივიმეწარმეობის მხარდასაჭერად, იწყებს მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობისპროგრამას “ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ (APMTerminals4Poti), რითაც ადგილობრივმოსახლეობასთან კომპანიის ურთიერთობა თვისობრივად ახალ, თანამშრომლობის ფორმატშიგადადის.აღნიშნული პროგრამა მიმდინარეობს ეიპიემ ტერმინალს ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისმშენებლობის პროექტის ფარგლებში და მოიცავს როგორც ახალი, ასევე, არსებული მცირემეწარმეობის წახალისებას, კონკურენტული ბიზნეს და დასაქმების შესაძლებლობების შექმნით.პროგრამა, რომელიც ფოთის მოსახლეობას არაერთ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სარგებელსმოუტანს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში უშუალოდ განხორციელდება ექსპორტისგანვითარების ასოციაციისა (EDA) და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის, რეგიონალურიგანვითარების ასოციაციის (RDA) მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია შეირჩა ღია ტენდერით,ქართული ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით არსებული წარმატებული გამოცდილებისგათვალისწინებით.APMTerminals4Poti-ის ფარგლებში, მეწარმეებს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში ამწისა და ტექნიკის სიმულატორის ლაბორატორია 30 03 21

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალში – ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში ამწისა და ტექნიკის სიმულატორის ლაბორატორია გაიხსნა. სასწავლებელს თანამედროვე სიმულატორი „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ – სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“-მა გადასცა. დღესვე ხელი მოეწერა ფოთის საზღვაო საწვრთნელი ცენტრს და „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ – სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, „ამ ეტაპზე საქართველოში არ გვაქვს ამ სიმულატორის ანალოგი. სრულიად თანამედროვე სიმულატორი გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირებისათვის საკლასო სწავლების პირობებში. აღსანიშნია, რომ თანამედროვე ტექნიკის ექვსი ტიპიდან ორი…

იხილე მეტი
სიახლე 

ლიბერთი ბანკი ლანჩხუთის ქალ-ფეხბურთელთა კლუბის სპონსორია 30.03.31

ლიბერთი ბანკი ყველასთვის საამაყო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორია. თანამშრომლობის ფარგლებში ბანკი კლუბს ფინანსურს და საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს. დღეს გაფორმებული მემორანდუმით, ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, ნგანსაკუთრებით რეგიონებში.ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონი 2019 წელს გახდა. 2020 წლის ქალთა ლიგის გათამაშებაში კი, „ლანჩხუთმა“ 34 ქულით მეორე ადგილი მოიგო.

იხილე მეტი
სიახლე 

ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ფაზისმა” მუშაობა განაახლა. 30.03.31

ფოთში ქორეოგრაფიულმა ანსაბლმა „ფაზისმა“ 1 წლიანი პაუზის შემდგეგ, რეპეტიციები განაახლა, ანსამბლის ხელმძღვანელის, ახმედ ამბალიას განცხადბით, ბავშვები საბედნიეროდ სრულად, არ არიან ფორმიდან ამოვარდნილი და შეუძლიათ ძალების მარტივად აღდგენა.შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე,საქართველოს მასშტაბით, ყველა ქორეოგრაფიულმა ანსაბლმა, შეწყვიტა რეპეტიციები და გასვლები,თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ამ კონკრეტულ ანსამბლს დიდი პრობლემები არ შექმნია და უმოკლეს დროში მოახერხებენ ფორმაში ჩადგომას.შეგახსნებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვა საქართველოს მთავრობამ 2020 წელს მიიღო და მიმდინარე წლის 26 მარტს მოიხსნა.

იხილე მეტი