სიახლე 

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები 19 03 21

ევროპელი მედიატორების შუამავლობით გამართული შეხვედრა, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა,ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას ვერც ერთ საკითხზე ვერ მიაღწიეს,თითქმის ერთი კვირის განმავლობაში კრისტიან დანიელსონი მხარეებს შორის კონსესუსის მიღწევას ცდილობდა, თუმცა ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.ჩევნი გადამღები ჯგუფი შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობს ფოთის მოსახლეობა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით,როგორც ჩვენს მიერ გამოკითხულ რესპოდენტთა ნაწილი აცხადებს : ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან, და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით უნდა დააკმაყოფილოს.ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, მათი განცხადებით მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, და პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ.ხოლო რაც შეეხება მმართველ პარტიას, ადგილობრივ სახელისუფლებო გუნდში, თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.შეგახსენებთ რომ…

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია ლაშა ავალიანი 19 03 21

გამოვიდა გზამკვლევი „ვეტერინარული პრეპარატების გამოყენების სახელმძღვანელო მესაქონლეობის სექტორში“, რომელიც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – SQIL“, ფარგლებში შემუშავდა, რომელსაც ანხორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით. გზამკვლევის შექმნის მიზანია, მეცხოველეობის, კერძოდ მესაქონლეობის სექტორში დასაქმებული ფერმერებისათვის (პირველადი მწარმოებლებისათვის) ინფორმაციის მიწოდება ვეტერინარული პრეპარატების სწორი და რაციონალური გამოყენების შესახებ, რაც უზრუნველყოფს ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის დაცვას და ასევე, გააუმჯობესებს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებს რძისა და ხორცის სექტორში. გზამკვლევის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ბლოგი აგრონავტიდან https://blog.agronavt.ge/, ასევე გზამკვლევის მოკლე საინფორმაციო ვერსია შეგიძლიათ მოიძიოთ…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში შეხვედრა გაიმართა 18 03 21

ფოთის, სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის “ საკონფერენციო დარბაზში, ,,(UNDP)-ის ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში-ფაზა 2“-ის ფარგლებში ,სამეგრელო-ზემო სვანეთში 2020 წელს , დაფინანსებული საგრანტო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.აღნიშნული პროექტის ფარგლებში,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით,მარტოწყალას ტბაზე , სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა,როგორებიცაა: საჩრდილობლების, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრების მოწყობა.როგორც პროექტის ორგანიზატორებმა განაცხადეს: მსგავსი სახის ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ სპორტული თევზჭერის, ისე ტურისტული განვითარების მხრივ.ასევე სამომავლოდ გაფორმდება ხელშეკრულება სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO)შეგახსნებთ,რომ ,,(UNDP)-ის ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, აღნიშნული პროექტი ინფრასტრუქტურის კუთხით პირველია და მსგავსი სახის…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაცია მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადება 18 03 21

საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაცია, მსოფლიოს თასისთვის ემზადება,რომელიც პოლონეთში გაიმართება.გუნდი ,ვარჯიშებს მდინარე კაპარჭინაზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.ჩვენი გადამღები ჯგუფი საქართველოს კანოეს ფედერაციის ნაკრების წევრს, მურმან მალანიას დაუკავშირდა,რომელმაც მოსამზადებელ ვარჯიშებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.შეგახსენებთ რომ, კანოეს ეროვნულ ფედერაციას ,წლის განმავლობაში არა ერთი ჩემპიონატი აქვს დაგეგმილი,რომელსაც ზაფხულში ქალაქი ფოთი უმასპინძლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰიდროგრაფიულ სამსახურში სამუშაო ვიზიტით კორეის დელეგაცია იმყოფება 18 03 21

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში (ODA-Official Development Assistance) მიმდინარე პროექტი ,რომელიც საქართველოში ჰიდროგრაფიული ინფრასტრუქტურისა და კარტოგრაფიის დარგის განვითარებას ითვალისწინებს ,აქტიურად მიმდინარეობს,აღნიშნული პროექტის ფარგლებში ,საქართველოს ჰიდროგრაფიულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით , სამხრეთ კორეის ოკეანოგრაფიისა და ჰიდროგრაფიის სააგენტოს წარმმომადგენლები ,როგორც ჰიდროგრაფიული კვლევების ასოციაციიდან, ასევე ჰიდროგრაფიული ტექნოლოოგიების მწარმოებელი კორეული კომპანიებიდან სტუმრობდნენ.პროექტის ფარგლებში საქართველოსა და სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სამსახურის წარმომადგენლები, ტექნიკის ინსტალირებასა, ფოთის ბათუმისა და ყულევის პორტების სიღრმეების კვლევას აწარმოებენ.

იხილე მეტი

ფოთში კორონა ვირუსის 1 შემთხვევა ფიქსირდება 18 03 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას გამოეხმაურა. ამ თემაზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.„მოგეხსენებათ, რომ შემოვიდა ვაქცინის პირველი პარტია და ჩვენ პირველ რიგში სამედიცინო პერსონალის აცრა დავიწყეთ. სულ მალე ვაქცინაცია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საქართველოში 5 350 ადამიანია დარეგისტრირებული, აქედან 2 719 უკვე აიცრა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას მოლოდინი აქვს, რომ სამედიცინო პერსონალი პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება.საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 369ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 14…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნატოს მუდმივ მოქმედი საზღვაო შენაერთები იმყოფებიან 18 03 21 უკვე რამდენიმე დღეა რაც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, “ნატო”-ს მუდმივ მოქმედი, მეორე საზღვაო შენაერთები იმყოფებიან,პანდემიის ფონზე გათვალისწინებული რეგულაციებით შეხვედრები დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.‘ნატოს”-ს ხომალდების საქართველოში ვიზიტი, ალიანსის წევრი სახელმწიფოების და საქართველოს შორის ურთიერთ თავსებადობას ისახავს მიზნად, “ნატო”-ს შენაერთების ვიზიტი საქართველოს შავი ზღვის პორტში,რეგულარულად ხორციელდება.“ნატო”-ს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაგეგმილი წვრთნების შემდეგ დღეს დატოვებს

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის„ სტუმრები არიან სალომე ზერაგია და ანა თურქია 18 03 21

2020 წელს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ჩამოყალიბდა ორგანიზაციად, სახელწოდებით: “ადგილობრივი განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი”. ორგანიზაციამ ქ. ფოთში განახორციელა საგრანტო პროექტი: “ინოვაციების ქალაქი”, რომლის ფარგლებშიც დაამონტაჟა LCD მონიტორი ტურისტებისთვის, ტურისტული აპლიკაციით,სადაც იქნება ტურისტული რუკა, ყველა საჭირო ინფორმაციით ტურისტულ ობიექტებზე. ორგანიზაცია არა მხოლოდ ფოთის,არამედ სამეგრელოს მასშტაბით ახორციელებს პროექტებს, მათ შორის სლოვაკეთის გრანტის საშუალებით მარტვილისა და ჩხოროწყუს 6 სოფელში საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის მოეწყო სათამაშო მოედნები.დღევანდელი კურსორის სტუმრები არიან ,,ადგილობრივი განვითარებისა და ინოვაციები”-ის ცენტრის დამფუძნებლები : სალომე ზერაგია და ანა თურქია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ექიმმა გიორგი ურუშაძემ,ერთ-ერთმა პირველმა გაიკეთა ვაქცინა. 17,03,21

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის ვაქცინაცია დაიწყო, რომლითაც პირველ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის აცრა.ჩვენი გადამღები ჯგუფი ,,ფოთის პირველი პოლიკლინიკის” ექიმს გიორგი ურუშაძეს დაუკავშირდა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რეგიონში პირველმა გაიკეთა.გიორგი ურუშაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს,მისი თქმით ვაქცინა უსაფრთხოა და ყველამ უნდა გაიკეთოს.შეგახსენებთ რომ საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს,ხოლო ფოთში სამედიცინო პერსონალის მასშტაბური ვაქცინაცია პარასკევსაა დაგეგმილი.

იხილე მეტი