ფოთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 01,03,21
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 114 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ს კორონავირუსზე ანტისხეულები აქვს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერ-თანამშრომელმა სუმია სვამინატანმა განაცხადა. მისივე თქმით, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებსა და რაიონებში ანტისხეულები მოსახლეობის ნახევარს აქვს, თუმცა ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებაზე საუბარი ნაადრევია. მისი განცხადებით მასობრივი ვაქცინაციაა აუცილებელი. საქართველო მოხვდა 18 ქვეყანას შორის, რომელსაც პირველ ეტაპზე COVAX-ისგან Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები პირველ კვარტალში უნდა მიეღო. ეს მზაობის შეფასება იყო ძალიან კომპლექსური, ხანგრძლივი პროცესი, 3 ძალიან სერიოზული, სხვადასხვა ორგანიზაციის ექსპერტები იღებდნენ ამაში მონაწილეობას.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გ…
იხილე მეტი