ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა 16 07 20
ფოთში,ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის პარალელურად , სადაც მოსახლეობა ნავსადგურიდან მომდინარე ჰაერის დაბინძურებას აპროტესტებდა, ხმაური იყო ფალიაშვილის ქუჩაზეც. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მძიმეწონიანი მანქანების თითქმის უწყვეტი მოძრაობა და ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ცემენტის ქარხნიდან წარმოქმნილი ჰაერის დაბინძურება გააპროტესტეს, რაც მათი თქმით ცხოვრებას შეუძლებლად ხდის. მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილოო გზა გადაკეტეს. მათი თქმით პრობლემის მოგვარების მიზნით მსგავსი აქციები არაერთხელ გამართეს, თუმცა თითქმის 2წელია პრობლემა მოუგვარებელია. ორივე ლოკაციაზე აქციის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შეხვდა.მისი განცხადებით, არსებული პრობლემები მისთვის ცნობილი და გასაგებია, თუმცა მათი მოგვარება მყისიერად შეუძლებელია. დღეს ალექსანდრე მოწერელია,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჯავახიშვილის…
იხილე მეტი