სიახლე 

ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა 12 04 20

დღეს მართმადიდებელი ეკლესია ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა. ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს. მრევლი სადღესასწაულო ლიტურგიას ტაძრის ეზოში, სპეციალურად მათთვის მონიშნულ ადგილზე ისმენდა და სოციალურ დისტანციას იცავდა. ზიარება კი უცვლელად ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

TBC ბანკი დისტრიბუტორებს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს (R) 10 04 20

(R) მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი სადისტრიბუციო კომპანიებს ინოვაციურ პროდუქტს – სადისტრიბუციო ბარათს სთავაზობს. თუ აქამდე, დისტრიბუტორებს და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პროდუქციის მიღების დროს ნაღდი ფულით ანგარიშსწორება უწევდათ, 15 აპრილიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ, ანგარიშსწორება უსაფრთხო ალტერნატივით – ბარათით გადახდით ჩაანაცვლონ. ამისთვის, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა სპეციალურად მათთვის შექმნილი ბარათი, ხოლო მეწარმეებმა პოს-ტერმინალი უნდა გამოიყენონ, რომელსაც სადისტრიბუციო გადახდის ფუნქციონალი დაემატება. სადისტრიბუციო კომპანიებმა ბარათის მისაღებად 15 აპრილიდან კორპორატიულ ბანკირებს უნდა მიმართონ ან განაცხადი თიბისის სატელეფონო ცენტრით (032 2 27 27 27) დააფიქსირონ. სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პოს-ტერმინალზე ფუნქციონალის დამატების მოთხოვნის შესახებ განაცხადის დაფიქსირება ასევე თიბისის…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთი 10 04 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 11აპრილს მოსალოდნელია ცვალდებადი მოღრუბლულობა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +10° +13°; ღამით: +8° +10 12აპრილს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +7 +12 ; ღამით: +9° +11 იქნება. 13 აპრილს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +11°+13° ; ღამით +8° +10° იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კომენდანტის საათის დარღვევის 4 შემთხვევა გამოვლინდა 10 04 20

ფოთში თვითიზოლაციაში- 15, კარანტინში კი 9 პირი იმყოფება. საკონტროლო- გამშვებ პუნქტებზე გრძელდება მგზავრთა თერმოსკრინინგი და ავტომანქანების დეზინფექცია. ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით კომენდანტის საათის დროს გამოვლინდა 4 კანონდარღვევა. მისივე თქმით საკოორდინაციო შტაბისა და ადგილობრივი თვითმართველობის მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვაზე მუდმივად ხორციელდება მონიტორინგი. ის მოვუწოდებს მოსახლეობას, გააძლოიერონ თვითკონტროლი და უფრო მეტად დავიცვან წესები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება 10 04 20

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება. სპეციალური ხსნარით ამჯერად ქუჩებთან ერთად ფოთის აგრარული ბაზრის შიდა ტერიტორია და მეგრელიშვილის სანაპირო მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოებს მერიის სერვისების ცენტრი და და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ავთომანქანის ქურდობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს 10 04 20

ფოთში, გორგასლის ქუჩაზე პოლიციელებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მათი თქმით, ეჭვმიტანილი ატომობილის ძარცვის ფაქტზე იქნა დაკავებული. შსს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში 15 მოქალაქეა, კარანტინში კი 9 09 04 20

„ცხელების ცენტრში შემოვიდა ოთხი პაციენტი, აქედან ერთზე აღებულ იქნა ნაცხი და გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, დანარჩენები გაეწერნენ სტაციონარზე. საეჭვოდ მიჩნეული პაციენტი 67 წლის კაცია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო მანქანამ აბაშიდან ჩამოიყვანა. მას გულის ქრონიკული დაავადება აქვს. აღენიშნება ტემპერატურა და გარკვეული ცვლილებები ფილტვში ბრონხების სახით. არა აქვს მოგზაურობის ისტორია და არც ინფიცირებულთან და არც საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტი არ ჰქონია. იზოლაციაზე გვყავს აყვანილი დამატებით 5 ტრაილერის მძღოლი, აქედან ერთი სომხეთიდან, დანარჩენები კი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ. ჯამში თვითიზოლაციაზე 15, ხოლო კარანტინში 9 ადამიანია“_განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 პირი დაჯარიმდა 09 04 20

ფოთის საკონტროლო- გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის სამინისტროსა და პოლიციის წარმომადგენლები ავტომანქანების შემოწმებასა და თერმოსკრინინგს აგრძელებენ. კომენდანტის საათის დროს დაჯარიმდა ორი პირი. ,,ფოთში, შეუფერხებლად მუშაობენ სტრატეგიული ობიექტები. მოხალისეები ფოთის ქუჩებში გადაადგილდებიან და მეგაფონებით მოუწოდებენ მოსახლეობას დარჩნენ სახლში. ისინი აწესრიგებენ რიგებს მაღაზიებთან და ბანკებთან. ყოველ საღამოს მიმდინარეობს ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები საკოორდინაციო შტაბი კი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.”-განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება 09 04 20

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩების და ტროტუარების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება. სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად კოსტავას ქუჩა მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოებს ფოთის მერიის სერვისების ცენტრი და და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს

იხილე მეტი
სიახლე 

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, განცხადება გაავრცელა 09 04 20

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მამუკა ხორავამ განცხადება გააკეთა. მან პირველ რიგში პატივი მიაგო 9აპრილის დაღუპულთა ხსოვნას. შემდეგ აღნიშნა რომ, ფოთის აგრარული ბაზარი ერთადერთი აღმოჩნდა რომელიც არსებულ გამოწვევევბს მომზადებული შეხვდა და შეძლო ყველა არსებული სტანდარტების დაცვა. როდესაც სხვა ყველა აგრარული ბაზარი დახურულია. ასევე მან ყურადღება გაამახვილა ნოტარიუსების საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით რაც გადამზიდავებს პრობლემებს უქმნის

იხილე მეტი