სიახლე 

ფოთის მერიაში მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა 06 02 20

ფოთის მერიაში მოქალაქემ ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. მამაკაცი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმების ინფორმაციით მას მუცლის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. როგორც ცნობილი გახდა მოქალაქე გიორგი ანთიძემ მერიას დღის პირველ ნახევარში მიმართა. მას სურდა მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ კანცელარიაში განცხადება დაეწერა. გიორგი ძმასთან ერთად ფოთში ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდა, თუმცა იპოთეკური სესხის გამო ბინა დაკარგეს და უსახლკაროდ დარჩნენ. მისი ძმა არის ძალიან მძიმედ დაავადებული, საავადმყოფოში იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონის ჩემპიონატი ჭადრაკში დაიწყო 06 02 2

ფოთის საჭადრაკო კლუბის სატურნირო დარბაზში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის იმართება. ჩემპიონატში ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის და ჩხოროწყუს 70-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს, გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 06 02 20

ჩვენ მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება, – განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ჯიმ რიში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ვაშინგტონში შეხვდა. სენატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხთა შორის მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაც იყო. ქართულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ, წერილის თანაავტორმა ჯინ შაჰინმა, “ამერიკის ხმასთან” საუბარში განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, შეერთებულ შტატებს მიეცემა მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება: „დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც არის ასახული მათ წერილში. ეს იყო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წიგნის საჯარო კითხვის დღე აღნიშნეს 05 02 20

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ,, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ლიტერატურულმა სალონმა ,,გულის სამელნე“ ღონისძიება გამართა და ის ბესიკ გაბაშვილის შემოქმედებას მიეძღვნა. აღსანიშნავია რომ ღონისძიებას მეორე საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის ,, ფერადი სტროფების“ წევრებიც შეუერდნენ, რომლებმაც რევაზ ინანიშვილის მოთხრობები წარმოადგინეს. „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს“ ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე საგანგებო განცხადებას ავრცელებს 05 02 20

დღეს ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მამუკა ხორავამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, რადგანაც ფოთი სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს, დიდია კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხე და გამომდინარე აქედან, მოუწოდებს განათლების სამინისტროს, ფოთის მერიას და შესაბამის სამსახურებს ყოველ ორშაბათს საჯარო და კერძო სკოლებში ჩატარდეს სანიტარული დღე. შეგახსენებთ რომ კორონა ვირუსი ჩინეთიდან გავცელდა. საქართველოში დაინფიცირების ფაქტი კი არ გამოვლენილა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამერიკის ხმა 05 02 20

მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობს. ამერიკაში ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის კანონის მეოცე წლისთავი ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ზომების შემოღებით აღნიშნა. ის ტრეფიკერების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას და მსხვერპლის მხარდამჭერ სამსახურებს გააძლიერებს. ბრიტანეთმა, რამდენიმე წლიანი განხილვებისა და მოლაპარაკებების შემდგ ბრექსიტს მიაღწია და ევროკავშირს გამოეყო. რა მოხდება ახლა? როგორი იქნება ბრიტანეთის მომავალი? რას ფიქრობს ხალხი და გააგრძელებენ თუ არა ბრიტანეთი და ევროკავშირი საქმიან ურთიერთობას? სწორედ ამაზე მოგიყვებით შემდეგ სიუჟეტში. გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება სამსახურში ყოველ დღე კარნავალი რომ გქონოდათ? ამერიკელმა კელი კარნსმა…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 04 02 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 5 თებერვალს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი ჰაერის ტემპერატურა დღისით: +11° +13° ; ღამით: +6° +8 ° 6 თებერვალს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი დროგამოშვებით წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +14° +16° ; ღამით: +7° +9° იქნება. 7თებერვალს მოსალოდნელია ასევე ღრუბლიანი ამინდი დროგამოშვებით წვიმა. ღამის ბოლოს თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 6° 8° ღამით 2°4° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში გაიმართა 04 02 20

1-2 თებერვალს ფოთში, საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის თაოსნობით, საქართველოს ზამთრის ჩემპიონატი გაიმართა. მასში მონაწილეობა ქუთაისის ნიჩბოსნობის სკოლამ, მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიამ, აბაშის ნიჩბოსნობის სკოლამ და სპორტულ კლუბებმა «მალთაყვამ», «კოლხა-2016-მა», «კაიაკმა» და «არგომ» მიიღეს . სპორტსმენები სანიჩბოსნო ტრენაჟორ «კონცეპტზე» 6 000მ ., 4 000მ, 2 000მ, 1 500მ, 1000მ და 500მ დისტანციებზე ასპარეზობდნენ გამოვლინდნენ გამარჯვებულები , როგორც უფროს ასაკში, ასევე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. მამაკაცების უფროს ასაკში I ადგილი ნოდარ მარტოლეკმა მოიპოვა, II კი გიორგი კანთელაძე იყო. 18 წლამდე ასაკში ჩემპიონი საბა ქველაძე გახდა II გიორგი ბურდული, ხოლო III ლაშა ლორია გახდა. 16…

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ მივიღოთ უფასო იურიდიული დახმარება ფოთში 04 02 20

იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის. უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა: იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის – ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე; სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.); საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის, იურიდიული დახმარების ბიუროების მეშვეობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 04 02 20

პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი სენატში გრძელდება. მის დასრულებას ამ კვირის ბოლომდე ვარაუდობენ. თუმცა მანამდე, პრეზიდენტი ტრადიციულად კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე ყოველწლიური სიტყვით უნდა წარდგეს. როგორია 5 თებერვლის გამოსვლის მოლოდინები. მწვანე წყალმცენარეების მასას ხშირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ იმის გამო, რომ ოკეანეებში მკვდარი ზონები იქმნება და როდესაც ასეთი წყალმცენარე ყვავის, გუბურებს ტოქსიკური მასით ფარავს. მაგრამ ამ მწვანე წყალმცენარეებს ადამიანებისთვის საჭირო თვისებები და ფუნქციებიც აქვთ: მწვანე მასისგან მიიღება ნახშირბადის მიმართ ნეიტრალური საწვავი, საკვები და ნაწარმი, და მისი მოყვანა მარილიან წყალში და უდაბნოშიც კი შეიძლება. ოსკაროსანი რეჟისორის, სემ მენდესის მიერ ომის თემაზე შექმნილმა დრამამ:…

იხილე მეტი