სტუდია ვაშინგტონი 20 04 21
სტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი ,,ამერიკის ხმისა” და ,,რეგიონალურ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი.
იხილე მეტისაქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებშია ქვეყანა მორიგი ლოკდაუნის აუცილებლობის წინაშე არ დადგეს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება.ექიმ გიორგი ღოღობერიძის თქმით სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში საქართველო იყო ის ქვეყანა, სადაც ანაფილაქსიური შოკით ადამიანი გარდაიცვალა. ამდენად, მან ისაუბრა კიდევ ერთ გართულებაზე, რომელიც იშვიათია, თუმცა თუ მოქალაქე ამის შესახებ ინფორმირებული იქნება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გარდაცვალების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.ღოღობერიძემ ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რის გამოც ვაქცინირებულმა ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა…
იხილე მეტიდღეს ფოთში , გარე მოვაჭრეებისაგან, უწყების მიერ, რამდენიმე კოლოფი ,,უაქციზო სიგარეტი’’-ს ამოღება მოხდა.როგორც გარე-მოვაჭრეები აცხადებენ, მათთვის თამბაქოს გაყიდვისგან მიღებული თანხა შემოსავლის ძირითადი წყაროა და ისინი საჯარიმო სანქციას ვერ გადაიხდიან. როგორც გარე მოვაჭრეებმა გადამღებ ჯგუფს განუცხადეს : უაქციზო სიგარეტების ამოღება საგადასახადო სამსახურის მიერ მოხდა.ჩვენი გადამღები ჯგუფი, შემოსავლების სამსახურს დავუკავშირდით, როგორც ისინი აცხადებენ,მათ მიერ მსგავსი ქმედება არ განხორციელებულა და სავარაუდოდ ,აღნიშნული, საგამოძიებო უწყების მიერ მოხდა.შეგახსნებთ,რომ ,,უაქციზო სიგარეტები’’-ს ყიდვა,გაყიდვა გასაღება,დასჯადია.
იხილე მეტიგარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით: 22 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება.,,19-20 აპრილს მთლიანად საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება,+26+28 გრადუსამდე. მთაში +20+22 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში დაახლოებით +11+16 გრადუსამდე დათბება.22-23 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს დაახლოებით +16+18 გრადუსამდე. 24-25 აპრილს დასავლეთში კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.ფოთში 20 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 +23 გრადუსია,ხოლო ღამით+ 11 +13. მოღრუბლული დღე გველოდება, დროგამოშვებით იწვიმებს.21 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 +14, ხოლო ღამით +10 +12, ძირითადად მოღრუბლული ამინდი იქნება, დროგამოშვებით იწვიმებს, თუმცა დღე ძირითადად უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.22 აპრილი ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 +15,ხოლო ღამით +9 +11,ცვალებადი…
იხილე მეტიევროპის საბჭოს სასკოლო ქსელს, ფოთის N12 საჯარო სკოლაც შეემატა.დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს. ის მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება.აღნიშნულ საკითხან დაკავშირებით ჩვენ მე-12 საჯარო სკოლის დირექტორს მანანა ხობელიას ვესაუბრეთ., როგორც ის აცხადებს, სკოლებისთვის მსგავს პროექტში მონაწილეობა საკმაოდ სასიხარულოა. ევროპის საბჭოს სასკოლო ქსელში უკვე 13 ქართული სკოლაა გაწევრიანებული. მათ შორის ფოთის პირველი, მეორე,…
იხილე მეტიფოთში განახლებული ავტობუსებთან დაკავშირებით ,ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებების მონტაჟი დაიწყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ,ფოთის მშენებლობის ინსპექტირების განყოფილების უფროსს იაგო რომანაშვილს დავუკავშირდით, როგორც მან განაცხადა, თანამედროვე ტიპის ,, გაჩერებები’’ მალე ქალაქის ყველა უბანში განთავსდება. შეგასხენებთ, რომ აღნიშნულ პროექტს კომპანია შპს„ნიუ პოვერი“ ასრულებს, რომლის ჯამური ღირებულება 200-დან 300 000 ლარამდეა.
იხილე მეტი18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას ახალი დოკუმენტი შესთავაზა. შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი დოკუმენტის გასაცნობად გუშინ ევროკავშირის დელეგაციის ოფისში , ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი მივიდა. შეხვედრაზე არ ყოფილა „ქართული ოცნება“,როგორც მათ განაცხადეს: ,,ახლა ჯერი ოპოზიციაზეა’’ რადგან მათ უკვე მოაწერეს ხელი ევროკავშირის წარდგენილ დოკუმენტს, საუბარია წინა დოკუმენტის ტექსტზე და არა იმ ვარიანტზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ გააცნო ოპოზიციას.ახალ დოკუმენტში წერია, რომ 19-20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი უნდა მიიღოს,ანუ მკაფიოდაა აღნიშნული მელია-რურუას გათავისუფლება.ამასთან დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება 2022 წელს,იმ შემთვევაში თუ 2021 წლის ოქტომბრის,ადგილობრივი…
იხილე მეტისაქართველოში, 7 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიიდან „ენგურის მდინარის“ გადმოცურვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას 5 დღიანი კარანტინის ნაცვლად სწრაფი ტესტის მეშვეობით მიიღებენ. „დღევანდელი დღიდან აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირებს საკარანტინე რეჟიმი არ შეეხებათ, მოხდება ტესტირება „ანტიგენის“ სწრაფი ტესტით, რომლის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი შეძლებენ თავისუფლად გადაადგილებას“- ნათქვამია განცხადებაშიშეგახსენებთ, რომ საკარანტინე შეზღუდვა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებებს დღეს მოეხსნათ.
იხილე მეტიდედაენის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ქალაქში გრძელდება.კვირეულის ფარგლებში, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში ფოტო გამოფენა: “მამული, ენა, სარწმუნოება’’. ,,გამოფენა ეძღვნება ადამიანებს, ვინც იბრძოლა ჩვენი თავისუფლებისთვის და ამით მინიმალური მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ’’ აღნიშნა, კოლხური კულტურის, მუზეუმის დირექტორმა : ელენე გაბლიანმა. ასევე დედა ენის კვირეულის ფარგლებში მუზეუმში ,ფოთის ,თეოფანე დავითაიას სახელობის , 1 საჯარო სკოლის მოასწავლეებმა პროექტი ,,მამულისა გზითა სვლაი წარმოადგინეს’’. ფოთის პირველი საჯარო სკოლა აღნიშნულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს თუმცა კოვიდ პანდემიის გამო ის წელს განსხვავებულად აღინიშნა. შეგახსნებთ, რომ აღნიშნული გამოფენა, დროებითია და ის ,,დედაენის კვირეულის ‘’ფარგლებში მიმდინარეობს.
იხილე მეტისხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინის ბავშვთა პანსიონში, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული მოტივით არ შეუშვა. ,, მე რომ მკითხოს კაცმა, მაგათ ფეხქვეშ საქართველოში მიწა უნდა იწვოდეს და საქართველოში არ უნდა იყვნენ საერთოდ. ასეთი უგვანი და ნამუსგარეცხილი იდეოლოგიის ხალხი.ამდენი ბავშვები იზრდებიან უკვე 17 წელიწადია იქ. ისინი ჩემი შვილები არიან და მე ამ წაბილწულ და გარყვნილ ხალხს საჯიჯგნად იმ ბავშვებს ვერ მივცემ”, განაცხადა მეუფე სპირიდონმა. სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან…
იხილე მეტი