სიახლე 

მარტოწყალას ტბაზე დასუფთავების აქცია მოეწყო 29 06 20

გუშინ მარტოწყალას, (ეგრეთწოდებულ გაზკანტორის) ტბაზე, მეთევზეთა კლუბ ,,ფაზისის” ინიციატივით, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში კლუბის წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეებიც ჩაერთნენ. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავი მოგროვდა და ნარჩენები ,, სერვისების ცენტრის” დახმარებით ნაგავსაყრელზე გაიტანეს. გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის, ავსტრიის და საქართველოს მთავრობების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული 60 000 ათას ლარიანი გრანტის ფარგლებში მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. გაეროს გრანტის თანხას ადგილობრივი ბიუჯეტის გამოყოფილი თანხაც ემატება მარტოწყალას ტბაზე თევზჭერის ცენტრის მშენებლობისთვის საერთო ჯამში 77 000 ლარი არის გამოყოფილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 1 პაციენტია მოთავსებული 29 06 20

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 31 წლის მამაკაცია მოთავსებული. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 87 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში კი 30. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 40 ნიმუში გამოიკვლიეს , ყველა უარყოფითია.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია გოჩა ქორქია 26 06 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია, რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების გადავადებაზე და ეროვნულ გამოცდების ჩატარების ვადებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

საფრანგეთის ელჩი სამეგრელოს ეწვია 26 06 20

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, სამუშაო ვიზიტით სამეგრელოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვნ პროექტებს გაეცნო. შეხვედრისას სამეგრელო-ზემო სვანეთის და საფრანგეთის რეგიონებს შორის ეკონომიკის, აგრარული სექტორის, კულტურის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, ასევე საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთსა და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას. ყურადღება გამახვილდა საფრანგეთის და საქართველოს ისტორიულ მჭიდრო კავშირებზე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დადიანის ქუჩის მაცხოვრებლები გზის რეაბილიტაციას მოითხოვენ 26 06 20

,,მეცხრე ტალღა”-ში დადიანის ქუჩაზე მცხოვრებლებმა მოგვმართეს ისინი გზის რეაბილიტაციას მოითხოვენ. მოსახლეობის თქმით, ეს პრობლემა ორი წელია რაც აწუხებთ. მას შემდეგ რაც ფირმა ,,ტაჰალმა” საკანალიზაციო სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გზა დააზიანა. მოსახლეობის თქმით არის შემთხვევები როდესაც, უამინდობისას გზაზე დიდი გუბეებია და წყალი სახლებშიც კი აღწევს. მერიის წარმომადგენლების განცხადებით, დადიანის ქუჩაზე წყალარინების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართეთ “ტაჰალგრუპს” მაგრამ მათგან კვლავ უარი მივიღეთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ზურაბ კაკულია ქონების დაკანონებას ითხოვს 26 06 20

ზურაბ კაკულიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქონება ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილებით 1990 წლიდან მას გადაეცა და ამის შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნია, სასამართლოს სამივე ინსტანაციამ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა და ქონება არ დაუკანონა. ამჟამად საქმე სტრასბურგის სასამართლოშია და რადგანაც საქმის განხილვა დიდ დროს მოითხოვს , მან საჯარო რეესტრში ქონების დაკანონების მოთხოვნით საქმის წარმოება თავიდან დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ რამდენჯერმე შევეცადეთ საჯარო რეესტრის ცხელ ხაზზე დაკავშირება, თუმცა არავინ გვიპასუხა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „გეზი“-ს 47 თანამშრომელი გაიტესტა 26 06 20

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით 7 პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი პირველადი ჯანდაცვის სფეროს, პოლიკლინიკების წარმომადგენლები არიან. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. აღსანიშნავია ისიც რომ გაიტესტა გეზის 47 თანამშრომელი. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 97 პირი იმყოფება.რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით 31 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 180 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია.

იხილე მეტი
სიახლე 

კვირას მარტოწყალას ტბის დასუფთავება იგეგმება 26 06 20

კვირას 28 ივნისს, მეთევზეთა კლუბ ,,ფაზისის” ინიციატივით, მარტოწყალას ეგრეთწოდებულ გაზკანტორის ტბაზე დასუფთავების აქცია იგეგმება. აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე ნაგვის შეგროვებას და გატანას გეგმავენ, ამასთანავე ფოთელ მეთევზეებს და ნებისმიერ მსურველს აქციაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ. დღეს დასუფთავების აქციაში ფოთის ,,სერვისების ცენტრი” ჩაერთო და მისმა წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე ბალახის მოთიბვის სამუშაოები განახორციელეს

იხილე მეტი

თოქ-შოუ „თემა“-ს სტუმარია დათო სარსანია 26 06 20

თოქ-შოუ “თემას” სპეციალური გამოშვების სტუმარია, ფოთის ყოფილი მერი დათო სარსანია, რომელმაც თავისი მერობის პერიოდში განსახორციელებელ პროექტებზე, მათი ჩაშლის მიზეზებზე და მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, ასევე მომდევნო მერების საქმიანობა შეაფასა

იხილე მეტი
სიახლე 

ტექნიკის პრეზენტაციისას ტყე-პარკის ნაწილი ბალახისგან გასუფთავდა 24 06 20

კომპანია ,,კავკას ექვიფმენთმა ფოთში” AS motor-ის მიერ წარმოებული ტექნიკის მინიტრაქტორი- სათიბების პრეზენტაცია გამართა, რომელის ფარგლებშიც მალთაყვის ტყეპარკისა და რუსთაველის რკალის ნაწილი სარეველა ბალახებისგან გაიწმინდა. ფირმა ,,AS motor“1957 წლიდან არსებობს. მან პირველად მსოფლიოში გამოიყენა ორ ტაქტიანი ძრავები სათიბისთვის და პირველმა შექმნა სათიბი მინი-ტრაქტორი დისტანციური მართვით. ამჟამად კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის.კომპანია კავკას ექვიფ მენთი პრეზენტაციებს მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს.

იხილე მეტი