სიახლე 

ფოთში საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები კვლავ შეჩერებულია 11 06 20

ფოთში საუკუნის პროექტად წოდებულ კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამჟამად ჰოლანდიური კომპანია ,,ტაჰალ გრუპი“ ახორციელებს. მოსახლეობის უკმაყოფილებას გადათხრილ ქუჩებში მოძრაობის გართულება იწვევს. განსკუთრებული პრეტენზიები ცენტრალური გზების გადაკეტვას მოჰყვება ხოლმე. აკაკისა და წმინდა გიორგის ქუჩებზე ერთდროულად მიმდინარეობს საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები თუმცა 2 დღეა მუშაობა შეჩერებულია, ჩვენი ჯგუფი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა. სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა სურვილის შემთხვევაში “ტაჰალ გრუპის” ხემძღვანელობას კომენტარის გასაკეთებლად დროს დაუთმობს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ემიგრანტი საქართველოში ცხენოსნობის განვითარებაში წვლილის შეტანას აპირებს 11 06 20

ვალიკო მაქაცარიას სახელობის ფოთის საცხენოსნო სასპორტო სკოლა იპოდრომის ტერიტორიაზე წლებია ფუნქციონირებს და აქ მრავალი დოღი თუ მარულა გამართულაამიერკავკასიაში კი პირველი ცხენსაშენი 1903-05 წლებში მუხროვანში და შემდეგ კი ყულარში სომეხმა ბიზნესმენმა და მეცენატმა მეჩეთოვმა ააშენა. სწორედ ამ პერიოდიდან ჩაეყარა საფუძველი სუფთა სისხლის ცხენების გამრავლებას საქართველოში. 2001 წელს ქართველი ბიზნესმენის მიერ ყულარის ცხენსაშენში სისხლის განახლების მიზნით აშშ -დან ჩამოყვანილი იქნა ორი ერთეული სუფთა სისხლის ულაყი სახელად “ჩერმენი” და “მუგამი”. რომლებიც იმ დროისათვის ძალიან ცნობილი ცხენები იყვნენ მათი გამარჯვებებით და მიღწევებით. მას შემდეგ ეს პროცესი სხვადასხვა მიზეზის გამო შეჩერებულია თუ რა გზები არსებობს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 3 პაციენტს კორონ ავირუსი არ დაუდასტურდათ 11 06 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით კლინიკაში დაიტესტა 64 და 65 წლის მამაკაცები, ასევე 25 წლის ქალი ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის იყო გაგზავნილი.“ ყველა პასუხი უარყოფითია ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 75 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 40 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 26 ნიმუში გამოიკვლიეს.დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი-თბილისის მატარებელი მოძრაობას 15 ივნისიდან განაახლებს 11 06 20

მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის. იგეგმება თუ არა ფოთი-თბილისის მარშრუტზე ცვლილებები ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსს ნიკა კაჭარავას ვესაუბრეთ. შეგახსენებთ რომ სარკინიგზო მიმოსვლა ფოთი-თბილისის მიმართულებით 24მარტიდან შეწყდა

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც. გამოშვების. სტუმარია როზა ადამია 10 06 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია პედაგოგი როზა ადამია, რომელიც სკოლებში დისტანციური სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირს ტექნიკა გადასცა 10 06 20

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა 40 იძულებით გადაადგილებულ პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადასცა. პროექტის მთავარი მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, დროთა განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული იყვნენ სახელმწიფო დახმარებაზე და უკვე თავად შექმნან სამუშაო ადგილები. განაცხადების მიღების მომდევნო ეტაპი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მასში მონაწილეობა დევნილებთან ერთად უკვე ეკომიგრანტებსაც შეეძლებათ და კიდევ 50 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის შესასვლელში ტრაილერის მძღოლებმა კვლავ საპროტესტო აქცია გამართეს 10 06 20

ფოთის შესასვლელში ტრაილერის მზღოლებმა კვლავ საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც თავად ჰყვებიან, ისინი იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთისას, სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ, 72 საათში განმეორებით, თავისივე ფინანსური სახსრებით უნდა გამოცხადდნენ საკარანტინო ზონაში განმეორებითი ტესტის გასაკეთებლად. და იმ შემთხვევაში თუ მათ არ უწევთ საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება, ევალებათ 14 დღით საკარანტინო სივრცეში დარჩენა რაც დამატებით პრობლემას უქმნით. მძღოლები აღნიშნული რეგულაციის შეცვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიაში 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს 10 06 20

გუშინ ფოთის მერიაში შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. განიხილეს პროგრამები და პროექტები რაც ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში იქნება ასახული. მერის განცხადებით მიმდინარე წელს ქალაქში ჯანდაცვის ორი ახალი პროგრამა, ხოლო ინფრასტრუქტურული კუთხით 5 ახალი პროექტი განხორციელდა. თანადაფინანსდა პროექტები მოსახლეობის ყოფითი და სოციალური პრობლემის მოგვარებისთვის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში 3 ახალი პაციენტი იმყოფება 10 06 20

ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის , თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 64 და 65 წლის მამაკაცები, და 25 წლის ქალი ფოთიდან. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. პაციენტები ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 80 პირი იყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 38 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 21 ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა უარყოფითია.

იხილე მეტი
სიახლე 

გუშინ ფოთში რუსთაველის რკალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 10 06 20

გუშინ ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ვერსიით, რუსთველის რკალზე ,,მერსედესის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო- დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცს სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა . შსს-ს ინფორმაციით, ,,მერსედესის” მძღოლს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრებ

იხილე მეტი