სიახლე 

გურამ დოჩანაშვილს, ფოთის საპატიო მოქალაქეს, 6 აპრილს დაკრძალავენ 05.04.21

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს მწერალთა კავშირში მიიღეს.გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს ჟურნალ „ცისკარში“დაიბეჭდა მწერალი ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატია, ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”.მისი გამორჩეული ნაწარმოებებია – „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, “თავფარავნელი ჭაბუკი”, “ლოდი ნასაყდრალი” . აღსანიშნავია რომ გურამ დოჩანაშვილი 2018 წელს ფოთის საპატიო მოქალაქედ – აირჩიეს.დიდი ქართველი მწერალი,თანამედროვეობის უდიდესი ქართველი, ფოთის საპატიო მოქალაქე გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის გადაწყვეტილებით, მას თბილისის, საბურთალოს…

იხილე მეტი
სიახლე 

,კურსორის” სტუმარია : ზურაბ ტიბუა. 04.05.21

მსოფლიო კრივის ფედერაციის ვებ გვერდზე, გამოქვეყნდა მსოფლიო მსაჯთა კომიტეტის 16 კაციანი სია,რომელშიც საპატიო ადგილს იკავებს, საერთაშორისო კატეგორიის, პეკინის ოლიმპიური თამაშების მსაჯი, საერთაშორისო ინსტრუქტორი ბატონი ზურაბ ტიბუა. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ,, კურსორის” სტუმარია :ფოთის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის N1 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა 05 04 2

ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის პირველი საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოდან უკვე ,პროექტში გამარჯვებული 9 სკოლა მონაწილეობს.აღნიშნულ საკითხან დაკავშირებით ჩვენ პირველი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ნონა ჟვანიასდა პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ვესაუბრეთ. დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს. ის მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 05 04 21

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 228 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტიდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობას დაახლოებით ერთი წელი მაინც მოუწევს პირბადის ტარება , ამასთან იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ.,,დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში 11 603 ადამიანია აცრილი. როგორც იცით, დიდი ტრაგედიის, ექთნის გარდაცვალების შემდეგ, გარკვეული ჩავარდნა იყო. დღეში, საშუალოდ, 1 000-ზე ოდნავ მეტი აცრა გვაქვს, მაგრამ ეს ცოტაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.მან ასევე დაასახელა ერთ დღეში აცრილთა საშუალო რაოდენობა, რომელიც…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საბაჟოს მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს 05 04 21

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით,სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საბაჟოს უფროსი დააკავეს.უწყების განცხადებით: ფოთში 4 მარტს,დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის ერთიან ბაზაში გატაცეცებულად რეგისტრირებული სამი ავტომანქანა შევიდა,რომელიც მომსახურეობის სამმართველოს უფროსმა დაადეკლარილა,მიუხედავად იმისა ,რომ მისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ.,,ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგელებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი ავტომანქანების თავისუფალ ბრუნვაში მოქცევას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შემდგომ გასხვისებას”,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 3 -ის 2021 წლის ჩემპიონატი დაიწყო 02 04 21

დღეს ფოთში, სტარტი აიღო საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის, 2021 წლის ჩემპიონატმა, „ფოთის კოლხეთი 1913“-მა საფეხბურთო კლუბ „თბილისის დიდუბე 2014-ს“ უმასპინძლა.პირველი ტაიმი, ფოთელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა, გოლები მე-18 წუთზე შალიკაშვილმა, 37-ე წუთზე წილოსანმა, ხოლო 42-ე წუთზე გვალიამ გაიტანეს.მეორე ტაიმიც ასევე აქტიურად დაიწყეს ფოთელმა ფეხბურთელებმა და ანგარიში კიდევ ორი გოლით, 61-ე წუთზე გაბელაიას გოლით, ხოლო და 64-ე წუთზე ავტოგოლით,ფოთელების სასარგებლოდ ხუთამდე გაიზარდა და შეხვედრა საბოლოო ანგარიშით 5-0 დასრულდა.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ტრიბუნებზე გულშემატკივართა, მხოლოდ 30%-ის დასწრება იყო შესაძლებელი.დღევანდელ შეხვედრაში „კოლხეთის“ მხარდამჭერ საქველმოქმედო ფონდ „ეს ჩვენი გუნდია“-ს მიერ დაწესებული იყო,…

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელში ჩაერთო 02 04 21

საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელში ჩაერთო. მათ შორისაა ფოთის პირველი და მესამე საჯარო სკოლებიდემოკრატიული სკოლების ქსელი ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების, მთელი ევროპის მასშტაბით გახორციელებას ითვალისწინებს.ის მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ფოთის მესამე საჯარო სკოლის დირექტორს, ლელა კემულარიას ვესაუბრეთ.დემოკრატიული სკოლების ქსელში გაწევრიანებით, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ,ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების ქსელის პლატფორმით…

იხილე მეტი
სიახლე 

აჭარა ტექსტილმა პანდემიის გამო დროებით მუშაობა შეაჩერა 02 04 21

ფოთში არსებული აჭარა -ტექსტილის საწარმო კოვიდ პანდემიის გავრცელების გამო დროებით დაიხურა.ინფორმაციას ჩვენთან საუბარში აჭარა ტექსტილის დირექტორი გია ლომინაძე ადასტურებს, მისი თქმით 1 კოვიდ 19-ის შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ყოველ მესამე დღეს საწარმოს თანამშრომლების ტესტირება ხდებოდა, თუმცა სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება მაინც ვერ მოხერხდა.ამ დროისთვის,აჭარა-ტექსტილის თანამშრომლებში 50-მდე დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.კოვიდ 19-ის შემთხვევების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა და შესაბამისად საწარმომ მუშაობა შეაჩერა .ლომინაძეს განცხადებით: აჭარა-ტექსტილის ყველა საწარმო, გარდა ფოთისა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.ინტერვიუაღსანიშნავია,რომ ფოთის, აჭარა-ტექსტილის საწარმო,16 აპრილს აღადგენს მუშაობას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 02 04 21

საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებო რჩება. ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 1.8%-ია, შვიდდღიანი მაჩვენებელი – 1.73%. ესეც, გარკვეულწილად, იზრდება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 282 789 შემთხვევაა დადასტურებული.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან შემთხვევების მატება შეინიშნება.ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ფართო ლოკდაუნი არ იგეგმება, რადგან ქვეყანა ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ძალიან რთულად გადაიტანს.აშშ-ის მოსახლეობის 30%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო. აღნიშნულ მონაცემებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აქვეყნებს.მონაცემების თანახმად,…

იხილე მეტი