ამერიკის ხმა 30 01 20
მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის მოსმენა სენატში გრძელდება. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მათთვის მიცემულ დროში უკვე წარმოადგინეს საკუთარი არგუმენტები. ორივე მხარის წარომადგენელთან შეკითხვები ჰქონდათ სენატორებს. ეს პროცედურის სტანდარტული ნაწილია. სენატორებს დამატებითი ინფორმაციისა და არგუმენტების მისაღებად შეუძლიათ კითხვით მიმართონ როგორც ბრალდების ისე, დაცვის მხარეს. ახლა საიმპიჩმენტო ვნებათაღელვის ეპიცენტრში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონია. გაზეთ ნიუ-იორკ თაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავის ახალ წიგნში, ჯონ ბოლტონი ადასტურებს, რომ ტრამპმა მართლაც შეუჩერა უკრაინას…
იხილე მეტი